Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანი: რეფორმა, რომელიც არ გავატარე არის ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის აღიარება

11 ივნისი, 2018 0:15

„მართლაც არის რამდენიმე რეფორმა, რომელიც მე არ გამიტარებია და რომელსაც რატომ არ გაატარეო, ისინი მსაყვედურობენ" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის კვირაში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ მოთხოვნილი ასეთი რეფორმა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის პირადობის დამადასტურებ დოკუმენტებში სქესის აღიარებაა. 

„პირველი, რომელიც შემიძლია, გაუტარებელ რეფორმებს შორის დავასახელო, არის ის, რომ ისინი მსაყვედურობენ იმას, რომ ჩვენ არ ვაფიქსირებთ საბუთებში სქესს ისე, როგორც ისინი მოითხოვენ. ეს არის ძალიან დიდი რეფორმა, თუ გატარედება, მაგრამ ვაღიარებ, რომ ეს რეფორმა არ გამიტარებია. 

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, არაერთხელ აქვთ საპროტესტო აქციები, მე მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანი, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად. ვაღიარებ, რომ ეს რეფორმა მე არ გამიტარებია" - თქვა წულუკიანმა.

შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა ამ მოთხოვნის შინაარს, იგი პასუხობს, რომ „არის არაერთი სამართლებრივი სამედიცინო და სხვა ფსიქ-სოციალური საკითხები, რომლებიც უდნა განვიხილოთ, სანამ ეს რეფორმა გატარდება, თუ უნდა გატარდეს".

„მეორე, ეს არის ინფორმაციის თავისუფლების აქტი. ჩვენ გვაქვს სამინისტროში შექმნილი ინფორმაციის თავისუფლების აქტის პროექტი, რომელიც ამჟამად იხილება სახელმწიფულებლო უწყებებში" - თქვა წულუკიანმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^