Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცაგერიდან ჩამოყვანილ დათვის ბელს ფეხი მოურჩა

11 ივნისი, 2018 17:18

თბილისის ზოოპარკის facebook გვერდის ინფორმაციით, ცაგერიდან ჩამოყვანილი დათვის ბელი, რომელსაც ფეხის გარდა ნერვული პრობლემებიც ჰქონდა, ნელ-ნელა ამოძრავდა. ფეხიც მოურჩა და ცოტა ხანში სხვა ბელებთან თამაშიც დაიწყო. გთავაზობთ ზოოპარკის პოსტს ცაგერიდან ჩამოყვანილ „გარინჩაზე":

„ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და ზუსტად შესაფერისი დროა იმისთვის, რომ გარინჩა გაგაცნოთ.

გარინჩა დაობლებული დათვის ბელია. ცაგერიდან ჩამოიყვანა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა და ზოოპარკში მოგვაბარა.

მისი მოსახელე, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი გარინჩა კოჭლი იყო. მარცხენა ფეხი მარჯვენაზე მოკლე ჰქონდა.

ჩვენი გარინჩაც კოჭლი მოგვიყვანეს. ტრავმირებულ თათს საერთოდ ვერ იყენებდა.

ამიტომაც დავარქვით ეს სახელი.

ფეხბურთელ გარინჩაზე ექიმები ამბობდნენ, სიარულს თუ შეძლებს, უკვე დიდი ბედნიერება იქნებაო.

ჩვენი გარინჩაც არც ისე იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ფეხის გარდა ნერვული პრობლემებიც ჰქონდა. უკანა ფეხებზე რომ დგებოდა, თავი უკანკალებდა. შეშინებული და დასტრესილი იყო. გალიიდან საერთოდ არ გამოდიოდა. ადამიანებს უფრთხოდა და იმალებოდა. თავიდან მის სასეირნოდ გამოტყუებას საათები სჭირდებოდა. მერე ნელ-ნელა ამოძრავდა. ფეხიც მოურჩა. ცოტა ხანში სხვა ბელებთან თამაშიც დაიწყო...

საბოლოოდ, ბრაზილიელი გარინჩა ყველა დროის საუკეთესო გარემარბი გახდა ფეხბურთის ისტორიაში.

ჩვენი გარინჩა კი უკვე მარჯვენა გარემარბიცაა, მარცხენაც, მეკარეცაა და თავდამსხმელიც. ყველაზე ყოჩაღი და გონიერი ბელია მთელ ვოლიერში. დარბის, დაცოცავს, დაძვრება და დამალულ სასუსნავებსაც პირველი პოულობს.

დასკვნა:

ერთი, რომ იმედი არასოდეს უნდა გადავიწუროთ!

და მეორე: ბელების დაობლებას უნდა შევეშვათ...", - ნათქვამია facebook-პოსტში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^