Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინგროყვას კლინიკა „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნინო კვიტაიშვილს ბოდიშს უხდის

11 ივნისი, 2018 21:03

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნინო კვიტაიშვილის  მიერ Facebook-ში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება.  მათი თქმით, პაციენტს, ნინო კვიტაიშვილს ჩაუტარდა ყველა საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევა, ხოლო ექიმთან შექმნილი ვითარება განიხილება ბიოეთიკის საბჭოზე. როგორც კლინიკიდან „ლიბერალს“ განუცხადეს, ბიოეთიკის სხდომა ხვალ 12:00 საათზე გაიმართება.  კლინიკა ბოდიშს უხდის კვიტაიშვილს შექმნილი ვითარების გამო. 

„პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევა და გაეწია შესაბამისი სამედიცინო მოსახურება. პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ექიმთან შექმნილი ვითარების შესახებ განიხილება კლინიკის ბიოეთიკის საბჭოზე და დაუყოვნებლივ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები. კლინიკის ადმინისტრაცია ბოდიშს იხდის შექმნილი უხერხულობის გამო და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ პაციენტს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი“. 

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი Facebook-ში წერს, რომ დღეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაშავდა. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში კი მას ტრავმატოლოგმა მამაგეიშვილმა დახმარება არ აღმოუჩინა, რადგან ის  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^