Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაღების არარსებობის გამო, 14 000 ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ვერ დადის - კვლევა

12 ივნისი, 2018 14:33

2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის“ კვლევის მიხედვით, საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, დაახლოებით 14 000 ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის. 

კვლევის თანახმად, 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 64% დადის საბავშვო ბაღში. ქალაქში ბავშვების მეტი რაოდენობა (78%) დადის საბავშვო ბაღში, ვიდრე სოფლად (51%). 

როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული, 3-5 წლის ასაკის ბავშვების დაახლოებით 9% სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში იმიტომ არ დადიოდა, რომ მათ რაიონებში საბავშვო ბაღები არ იყო. არასაკმარისი ადგილების გამო კი ბავშვების თითქმის 5% ბაღებში ვერ დადის. 

როგორც კვლევის ანგარიშია ნათქვამი, ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან, უფრო იშვიათად იღებენ სკოლამდელ ან დაწყებით განათლებას. სკოლაში დასწრების მაჩვენებელი, უფრო მაღალია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც უმდიდრესი ოჯახებიდან (98%) არიან, ვიდრე იმ მოსწავლეებისა, რომლებიც უღარიბესი ოჯახებიდან (81%) არიან.

კვლევის თანახმად, განსხვავება კიდევ უფრო აშკარა ხდება 18 წლის შემდეგ, როდესაც ღარიბი ოჯახების ბავშვები საგანმანათლებლო დაწესებულებებს ტოვებენ. უფრო კონკრეტულად კი, უნივერსიტეტში სწავლას აგრძელებს უღარიბესი ოჯახების ბავშვების თითქმის 5%, უმდიდრესი ოჯახებიდან კი ბავშვების 77%.

რა გავლენა აქვს სიღარიბეს განათლებაზე

„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ 2017 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარდა. აღნიშნული კვლევა 2009 წელს დაწყებული კვლევების მეხუთე ეტაპს წარმოადგენს. იგი გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებების ნაწილია და საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის მონიტორინგისტვის საჭირო ინფორმაციის შგროვებას ისახავს მიზნად. კვლევის მეხუთე ეტაპზე შესაბამისი კითხვარები 4697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატულია ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა - კვლევა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

საგანგებო: მოსკოვის გამზირზე, კერამიკის ...

თბილისში, მოსკოვის გამზირზე, კერამიკის ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირენულია.  საგანგებო სიტუაციების მართვის ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

მოსკოვის გამზირზე ხანძარია - იწვის საბურ ...

თბილისში, მოსკოვის გამზირზე კერამიკის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ეზოში იწვის საბურავები და პენოპლასტი.  საგანგე ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

სუს: ლომისის მონასტრის მიმდებარედ რუსი ს ...

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ადამიანი თავისუფალია. ამის შესახებ ...
^