Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა წერია ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ხელშეკრულებაში

12 ივნისი, 2018 16:16

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილო კორეის) ლიდერი და აშშ-ის პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ. სინგაპურში გამართულ სამიტზე შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.

როგორც კორეისა და აშშ-ის ლიდერების მიერ ხელმოწერილ განცხადებაშია ნათქვამი, ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ყოვლისმომცველი, სიღრმისეული და გულწრფელი შეხვედრა გამართეს და გაცვალეს მოსაზრებები. ტრამპმა ჩრდილო კორეის ლიდერს კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის გარანტია მისცა, თავის მხრივ, კიმ ჩენ ინმა ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების მზადყოფნა გამოხატა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ აშშ-სა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ახალი ურთიერთობები მოიტანს მშვიდობას როგორც კორეის ნახევარკუნძულზე, ისე დანარჩენ მსოფლიოში. ვაღიარებთ, რომ ურთიერთპატივისცემას შეუძლია კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება, შესაბამისად, პრეზიდენტი ტრამპი და თავმჯდომარე კიმ ჩენ ინი ვაცხადებთ:

1. ორი ქვეყნის ხალხის სურვილის შესაბამისად, შეერთებული შტატები და ჩრდილო კორეა ახალ ურთიერთობებს დაიწყებენ მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

2. აშშ და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა გააერთიანებენ ძალისხმევას კორეის ნახევარკუნძულზე სტაბილური მშვიდობიანი რეჟიმის დამყარებისთვის.

3. ადასტურებს რა ფხანმუნჯომში 27 აპრილს ხელმოწერილ დეკლარაციას, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ბოლომდე მიიყვანოს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება.

4. აშშ და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა იმუშავებენ დაღუპული სამხედროებისა და ტყვეების იდენტიფიცირებაზე. ხოლო უკვე იდენტიფიცირებული პირების დაუყონებლივ რეპატრიაციაზე“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია სამიტის ისტორიული მნიშვნელობა.  ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა პირველად ახლა, სინგაპურში შედგა. ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერთა შეხვედრის შემდეგ აშშ-სა და ჩრდილო კორეის მაღალი თანამდებობების პირები ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ.

ფოტო: Saul Loeb/Getty Images

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^