Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საბერძნეთთან 27-წლიანი დავის შემდეგ მაკედონია სახელის გადარქმევას დასთანხმდა

13 ივნისი, 2018 11:38

ჩრდილო მაკედონიის რესპუბლიკა - ასეთი სახელი დაერქმევა ამჟამინდელ მაკედონიას. ქვეყანამ საბერძნეთთან სახელწოდების შესახებ 27-წლიანი დავა დაასრულა.

„საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც წლების განმავლობაში აისახებოდა მეზობელთან ურთიერთობაში“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბერძენთა შიში მეზობელი სახელმწიფოს მიერ ბერძნული, ანტიკური კულტურის მითვისებისა და ტერიტორიული დავის შესახებ ამ გადაწყვეტილებით გაქარწყლდა.

„ეს შეთანხმება გვარწმუნებს, რომ ჩვენს მეზობლებს არ აქვთ და არც არასდროს ექნებათ პრეტენზია ან რაიმე კავშირი საბერძნეთის მაკედონიის ცივილიზაციასა და კულტურულ მემკვიდრეობასთან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ჩვენი დიპლომატიური გამარჯვება, ამასთან ერთად, ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი და ბალკანელი ხალხის ურთიერთობაში“, - თქვა ციპრასმა შეთანხმების შემდეგ.

მაკედონიის პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევის თქმით კი, სახელის ამგვარი ცვლილება არ იმოქმედებს მაკედონიელი ხალხის ეთნიკურ და კულტურულ იდენტობაზე, რადგან ამ ქვეყნის მოსახლეობას ისევ მაკედონელებად მოიხსენიებენ, ენას და კულტურას კი მაკედონიურად.

საბერძნეთსა და მაკედონიას შორის სახელწოდების შესახებ დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც იუგოსლავია დაიშალა და საბერძნეთის ჩრდილოელმა მეზობელმა მაკედონიის რესპუბლიკის სახელწოდებით დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

მეკედონიის რესპუბლიკის მეზობლად ამავე სახელწოდების საბერძნეთის ისტორიული მხარეა, საიდანაც იყო წარმოშობით ალექსანდრე მაკედონელიც. ბერძნები შიშობდნენ, რომ ერთნაირი სახელწოდების გამო მსოფლიოში მათი კულტურის მეზობელ სლავურ ერთან მიბმა მოხდებოდა. ისინი მაკედონიის რესპუბლიკისთვის მისი ისტორიული რეგიონის „ფირომის“ სახელის მინიჭებას მოითხოვდნენ.

ამავდროულად, სლავური რესპუბლიკის მოსახლეობა თავს მაკედონიელად მიიჩნევს. ამიტომ სახელწოდების შესახებ წლების განმავლობაში მიდიოდა დავა, იყო საპროტესტო აქციების ტალღა და დესტაბილიზაციის საშიშროებაც.

საბოლოოდ, ორივე ქვეყნის სათავეში მემარცხენე კოსმოპოლიტი პარტიების მოსვლამ მოლაპარაკებები წინ წასწია. საბერძნეთისა და მაკედონიის პრემიერებმა ამისთვის მზადყოფნა რამდენჯერმე გამოთქვეს და საბოლოოდ კონსესუსამდე მივიდნენ კიდეც. თუმცა სავარაუდოა, რომ ნაციონალისტური ძალები ორივე ქვეყანაში ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგებიან.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს შეთანხმება პოზიტიურად აისახება ამ ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობაზე და უკვე ჩრდილო მაკედონიის რესპუბლიკას გზას გაუხსნის ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირისკენ. დაპრისპირების გამო მაკედონიელთა წევრობას აქამდე საბერძნეთი ბლოკავდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^