Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანცელარიასთან შარდის ცარიელი კონტეინერები მიიტანეს

13 ივნისი, 2018 13:42

კანცელარიასთან მოქალაქეების ნაწილმა შარდის ცარიელი კონტეინერები მიიტანა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მთავრობის ადგილი საშარდე კონტეინერშია. 

აქციით მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის გინების გამო ადამიანის დამცირებას ეხმაურებიან. 

ამ შემთხვევის გამო დააკავეს მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. 

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

მარნეულის მერის თემურ აბაზოვის დაკავებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში ოფიციალურ კომენტარს 14:00 საათზე გააკეთებენ. 

-----------------------------------------------------------

„სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირზე, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მარნეულის რაიონის მცხოვრებმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მარნულის მერის თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა. ეს ფაქტი აქციის სხვა მონაწილემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, ამ ვიდეოდან რამდენიმე დღეში კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც იგივე პიროვნებამ „ოცნების“ მისამართით გაჟღერებული გინება უკან წაიღო და ბოდიში მოიხადა.

„სტუდია მონიტორი“ სიუჟეტში ამბობს, რომ წყარომ მათ მიაწოდა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც სავარაუდოდ ასახულია, რომ ზემოთ ხსენებული პიროვნება, ზეწოლის შედეგად, სახეზე შარდს ისვამს.

როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანზე ზეწოლა ქართული ოცნების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

„მონიტორთან“ საუბრისას, მარნეულის მერი აღიშნულს უარყოფს და ამბობს, რომ ვიდეოები არ უნახავს.

სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლით, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^