Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

16 ქვეყანა, რომლებმაც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ მისცეს ხმა

13 ივნისი, 2018 14:21

2018 წლის 12 ივნისს ქ. ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია სახელწოდებით  - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". „მისასალმებელია, რომ მხარდაჭერის პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებულია", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

გაეროს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს. იგი განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს - უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 81-მა, თავი შეიკავა 62-მა, ხოლო 16-მა ქვეყანამ წინააღმდეგ მისცა ხმა. დანარჩენი ქვეყნები სხდომას საერთოდ არ ესწრებოდნენ. 

ქვეყნები, რომლებმაც დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა:

რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ბურუნდი, ლაოსი, მიანმარი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, სამხრეთ სუდანი, სუდანი, ვენესუელა, ვიეტნამი, ზიმბამბვე.

ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს: 

ალჟირი, არგენტინა, ბაჰრეინი, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბენინი, ბუტანი, ბოლივია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ბრუნეი, ბურკინა ფასო, კაბო ვერდეს რესპუბლიკა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩილე, ჩინეთი, კოლუმბია, კოდ დივუარი, კვიპროსი, ეკვადორი, ეგვიპტე, ელ სალვადორი, ფიჯი, გვინეა-ბისაუ, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ერაყი, ისრაელი, ყაზახეთი, კენია, ყირგიზეთი, ლიბანი, ლესოთო, მადაგასკარი, მალაიზია, მონღოლეთი, მაროკო, ნამიბია, ნეპალი, ნიგერია, ომანი, პაკისტანი, პანამა, პარაგვაი, პერუ, ყატარი, სამხრეთ კორეა, რუანდა, სენეგალი, სერბეთი, სინგაპური, შრი-ლანკა, სურინამი, შვეიცარია, ტაილანდი, ტუნისი, უგანდა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ტანზანია, უზბეკეთი, ზამბია.

მომხრე ქვეყნები:

ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბელგია, ბელიზი, ბულგარეთი, კანადა, კოსტა რიკა, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ჯიბუტი, დომინიკის რესპუბლიკა, ესტონეთი, სვაზილენდი, ფინეთი, საფრანგეთი, გამბია, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, გაიანა, ჰაიტი, ჰონდურასი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იამაიკა, იაპონია, კირიბატი, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალავი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მონტენეგრო, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პაპუა-ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდავეთი, რუმინეთი, სენტ კიტსი და ნევისი, სენტ ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სამოა, სან მარინო, სან ტომე და პრინსიპი, საუდის არაბეთი, სიერა-ლეონე, სლოვაკეთი, სლოვენია, სოლომონის კუნძულები, ესპანეთი, შვედეთი, მაკედონია, ტოგო, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, თურქეთი, ტუვალუ, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ურუგვაი, ვანუატუ, იემენი.

ქვეყნები, რომლებიც სხდომას არ ესწრებოდნენ:

ავღანეთი, ანგოლა, ბოცვანა, კამბოჯა, კამერუნი, ჩადი, კომორის კუნძულების კავშირი, კონგო, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ეთიოპია, გაბონი, განა, გრენადა, გვინეა, იორდანია, კუვეიტი, ლიბია, მალდივის რესპუბლიკა, მალი, მავრიტანია, მავრიტიუსი, მოზამბიკი, ნიგერი, პალაუ, სეიშელის კუნძულები, სომალი, სამხრეთ აფრიკა, სირიის არაბთა რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, აღმოსავლეთი ტიმორი, თურქმენეთი.

-----------------------------------------------

„რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის“,-ნათქვამია საგარეო სამინისტროს მიერ გავცრელებულ განცხადებაში. 

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლებში დაბრუნებას.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 აგვისტო
15 აგვისტო

საგანგებო: სასტუმრო„ველმონდს" დასაცლელად ...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის” (ყოფილი „ლეოგრანდის”) ადმინისტრაცია ...
15 აგვისტო
15 აგვისტო

„ჟურნალისტებს არ ვეჩხუბე, ცოტა ხუმრობაც ...

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ დ ...
15 აგვისტო
15 აგვისტო

აშშ თურქეთისთვის F-35 ტიპის თვითმფრინავე ...

აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტით, რომელსაც დონალდ ტრამპმა 13 აგვისტოს მოაწერა ხელი, თურქეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ...
^