Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს

13 ივნისი, 2018 14:53

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ნაკრების მთავარი მწვრთნელი იულიენ ლოპეტეგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მიზეზი ლოპეტეგსა და „მადრიდის რეალს“ შორის მიღწეული შეთანხმება გახდა. დღეს დილით „რეალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლოპეტეგი მუნდიალის დასრულების შემდეგ კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდებოდა.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ასეთი შეთანხმება მიუღებლად მიიჩნია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და ლოპეტეგი დაითხოვა. „ჩვენ იძულებულები გავხდით, ასეთი ნაბიჯი გადაგვედგა. ლოპეტეგს წარმატებებს ვუსურვებთ“, - განაცხადა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა.

მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ერთ-ერთ ფავორიტად ესპანეთი მიიჩნევა, ხვალიდან იღებს სტარტს. ესპანეთის ნაკრები კი, რომელიც უმწვრთნელოდ დარჩა თავის პირველ მატჩს 2 დღეში გამართავს.

იულიენ ლოპეტეგი „მადრიდის რეალში“ ზინედინ ზიდანს ჩაანაცვლებს, რომელმაც 2-ნახევარი წლის შემდეგ „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 მაისი
20 მაისი

ივანიშვილმა დაამკვიდრა ასლანიზმი საქართვ ...

გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება“, - ამი ...
20 მაისი
20 მაისი

საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავ ...

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ გან ...
20 მაისი
20 მაისი

მერამდენე არჩევნებია, საუბარია, რომ ხდებ ...

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 19 მაისს გამართული არჩევნები შეაფასა. ომბუდსმენის შეფასებით, დაკვირვების შედეგად გამო ...
^