Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოცირიძე: სულეიმანოვი წესიერი ადამიანია, პოლიტიკური ნიშნით ამის გამოყენებას არ დავუშვებთ

13 ივნისი, 2018 15:20

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, „ლიბერალს“ ესაუბრა მარნეულში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც მათი პარტიის წევრი დეპუტატი აზერ სულეიმანოვია გარეული. 

გოცირიძე გვიყვება, რომ აზერ სულეიმანოვის თქმით, საუბარი იყო ამ ახალგაზრდასთან, რომელსაც ესწრებოდნენ ამ რეგიონის სასულიერო ლიდერი, შეიხი, და საკრებულოს  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები. 

„აზერ სულეიმანოვის ინტერესი იყო, გაერკვია, ხომ არ იყო ეს პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, ვინაიდან ეს ახალგაზრდა, რომელსაც მართლაც საშინლად მოექცნენ, იყო „ქართული ოცნების" აქტივისტი და ის ამ რეგიონში ცნობილია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგე" - ამბობს რომან გოცირიძე.

მისი თქმით, „თუ პოლიტიკირი ნიშნით დაიწყებენ ამის გამოყენებას, ამას ჩვენ არ დავუშვებთ, მათ შესაძლოა უნდათ, ზეწოლა მოახდინონ აზერ სულეიმანოვზე. სულეიმანოვი 6 წელია, ოპოზიციაშია. მასზე იყო ზეწოლა მას შემდეგ, რაც  იქმნებოდა „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია. იყო მისი დაშინების, თხოვნის და მისი მოქრთამვის მცდელობაც, რომ მას ხელი არ შეეწყო პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის" შექმნისთვის"

გოცირიძე გვეუბნება, რომ მიუხედავად ამ მცდელობებისა, სულეიმანოვი ვერ გადაიბირეს და ვერ მოახერხეს ფრაქციის დაშლა, რადგან „ის წესიერი და მებრძოლი ადამიანია".

„თუ მათ ჰგონიათ, რომ აზერ სულეიმანოვს და „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე მის წარმომადგენლობას პარლამენტში, პოლიტიკურად დააზარალებენ, ეს იქნება ფუჭი მცდელობა". - ამბობს რომან გოცირიძე. 
_______________________________

საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქ.მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებით დააკავეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - აზერ სულეიმანოვის მიმართ. 

თემურ აბაზოვი დაკავებულია საქართველოს სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით;

საქართველოს პარლამენტის წევრის, აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^