Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სულეიმანოვი: იქ იყვნენ „ქართული ოცნების“ წევრებიც და ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა

13 ივნისი, 2018 16:05

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი აზერ სულეიმანოვი გამოეხმაურა ბრალდებას, თითქოს მან სცემა მოქალაქეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აგინებდა. სულეიმანოვის თქმით, მან იმ პირს, უბრალოდ სთხოვა, ნუ ილაპარაკებდა ენმ-ის სახელით, ხოლო ინციდენტში, რომლის გამოც დააკავეს მარნეულის მერი, მონაწილეობა არ მიუღია.

„ვიღაცამ აგინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ წევრს და აბრალებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ხომ უნდა იყოს ლოგიკა. აზრზე არ ვარ, რა მოხდა, ან როგორ მოხდა. დაზარალებულს არ ვიცნობ, როგორც მარნეულის მოქალაქეს – რა თქმა უნდა“, - თქვა სულეიმანოვმა.

დეპუტატის თქმით, მოქალაქე, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, რამდენიმე წელი „ოცნების“ წევრი იყო და მის წინააღმდეგ მუშაობდა.

„დაზარალებულს ვუთხარი, რატომ გააკეთე ჩვენი პარტიის სახელით ასეთი განცხადებები, შენ არ ხარ ჩვენი პარტიის წევრი-მეთქი.  რა თქმა უნდა, ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ბევრი ხალხი იყო ოფისში, ოფისი კი არა და ჩაიხანა ჰქვია, იყვნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მარნეულის მკვიდრები. მერე წავიდა ის ბიჭი საუბრის შემდეგ, მერე რა მოხდა, როგორ მოხდა. გამოვრიცხავ ფიზიკურ შეურაცხყოფას, არ ვიცი, ვისთან ერთად გავიდა ოფისიდან“, - განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 დეკემბერი
16 დეკემბერი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის ...

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ენმ-ის ლიდერები და მათი მხარდამჭერები კარვებს შლიან. მოქალაქეების ნაწილი სო ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

ოპოზიციის ლიდერები თბილისში პარალემენტის ...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ისინი მხარდამჭერებთან ერთად კახეთიდან თბილისში მ ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

თეიმურაზ გორჯესტანი - დღეს დაგითმეთ დედა

„დღეს დაგითმეთ დედა. დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი, ეს ჩვენთვის, შ ...
^