Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე დასაკითხ პირთა სია დაამტკიცა

13 ივნისი, 2018 16:30

პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დასაკითხ პირთა სია დაამტკიცა. 

სიაში შედიან: გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები, საქმის მონაწილე მოზარდები (მათ შორის, მიხეილ კალანდია) და სხვა მოწმეები, მერაბ მორჩაძე და მირზა სუბელიანი.

ასევე, დასაკითხ პირთა სიაში არიან: შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, გიორგი გახარია და თეა წულუკიანი; შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი; ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე; თბილისის ყოფილი და ამჟამინდელი პროკურორი, ექსპერტები და სახალხო დამცველი.

დროებითი საგამოძიებო კომისია ასევე დაკითხავს შსს-ს იმ გამომძიებლებს, რომლებიც თავდაპირველად იძიებდნენ ამ საქმეს. დაიკითხებიან ის პროკურორებიც, რომლებსაც ხორავას ქუჩის მკვლელობასთან ჰქონდათ შეხება, მათ შორის საქმის პროკურორები. 

„ეს არასრული, პირობითი სიაა და მას შეიძლება დაემატოს სხვა ადამიანებიც, იმის მიხედვით, როგორ წავა კომისიის მუშაობა“,- განმარტა კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ. 

სიის განხილვისას აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა გიორგი გახარიას, ირაკლი შოთაძესა და თეა წულუკიანთან დაკავშირებით. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, უმჯობესია, ჯერ ქვედა რგოლის წარმომადგენლები დაკითხონ და შემდეგ იმსჯელონ, საჭიროა თუ არა მინისტრების დაბარება.

„ვერ ვხვდები, რა შუაშია გიორგი გახარია და თეა წულუკინი“,- განაცხადა მან.

„ევროპული საქართველოს“ მხრიდან მდინარაძის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა. პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის საგამოძიებო უწყებების მიმართ უნდობლობა არსებობს, ამის გამო შეიქმნა კომისიაც. ამიტომ ყველა ამ უწყების ხელმძღვანელების დაბარება და გამოკითხვა აუცილებელია.

„საგამოძიებო კომისიის შექმნაც სწორედ ამას გულისხმობდა, რომ მთლიანი საგამოძიებო უწყებების მიმართ გაჩნდა უნდობლობა და კითხვები. ამიტომ მინისტრები უნდა მოვიდნენ აქ,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^