Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ აღმოჩნდა 2013 წელს დაკავებული, ინტერპოლით ძებნილი პირი აქციაზე - პროკურატურის პასუხი

13 ივნისი, 2018 17:36

ორი დღის წინ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რუსთაველზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს. 

ამ პირმა მაშინვე მიიპყრო მედიისა და საზოგადოების ყურადღება, ვინაიდან, როგორც სამართალდამცავი უწყება აცხადებს, ის იძებნებოდა ყაჩაღობისა და მკვლელობისთვის, ამავდროულად  კი იმყოფებოდა დემონსტრაციაზე, სადაც პოლიციელების, ვიდეოკამერების, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების განსაკუთრებულად მაღალი კონცენტრაცია იყო. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის 1982 წელს დაბადებული, ყაზახეთის მოქალაქე, ძებნილი ბესლან კაიმის ძე ლორსანოვია, რომელიც  2013 წელს ქართველმა სამართალდამცავებმა ერთხელ უკვე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს ვებგვერდზე ამ დრომდე იძებნება. 

გუშინ კი ლორსანოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

პოლიტიკური ოპონენტების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებდა ინფორმაციებს აქციაზე მყოფი ძებნილი პირების შესახებ და ეს სპეციალური უწყებების მიერვე დადგმულ სცენარს ჰგავდა.

„ლიბერალი" დაინტერესდა, როგორ აღმოჩნდა  ინტერპოლით ძებნილი პირი ქუჩაში, თუ იგი უკვე დაკავებული იყო? ამ საკითხზე საქართველოს პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ:

„2014 წლის 5 სექტემბერს, პროკურატურის შუამდგომლობით უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო ბ.ლ.-ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადირება, თუმცა ის მიიმალა და ამ დრომდე იძებნებოდა ქართველი სამართალდამცველების მიერ. ამჟამად ბ.ლ. დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. მის მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიება, რათა გადაეცეს ყაზახეთის მხარეს და წარდგეს ადგილობრივი მართლმსაჯულების წინაშე".  

„ლიბერალი" თვალყურს მიადევნებს ამ ღონისძიებებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 დეკემბერი
16 დეკემბერი

დაშავებული 8 პოლიციელი თელავის რეფერალურ ...

ველისციხეში ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული პოლიციის თანამშრომლები თელა ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის ...

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ენმ-ის ლიდერები და მათი მხარდამჭერები კარვებს შლიან. მოქალაქეების ნაწილი სო ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

ოპოზიციის ლიდერები თბილისში პარალემენტის ...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ისინი მხარდამჭერებთან ერთად კახეთიდან თბილისში მ ...
^