Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები გვქონდა ბიძინა ივანიშვილთან" - კვირიკაშვილი

13 ივნისი, 2018 18:57

„გუშინ გაიმართა შეხვედრა, რომლის შემდეგაც გაკეთდა საჯარო განცხადებები. გამოიკვეთა ჩემსა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა. საუბარი იყო მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ბოლო დღეების განმავლობაში იყო რიგი ფუნდამენტური საკითხები, რომელზეც განსხვავებული პოზიციები გვქონდა პარტიის თავმჯდომარესთან. პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს." - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კანცელარიაში, სადაც  თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. 

გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

„2015 წლიდან პრემიერი ვარ და ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში მაღალი ეკონომიკური ზრდა და ხელსაყრელი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის.

ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირს ხალხს, რომელიც ურთულეს პირობებში ზრუნავს ლუკმაპურზე. დიახ, ეს ასეა, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რომ არა ეს პოლიტიკა ამ ხალხისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე წლით გადავადდებოდა. მჯერა, რომ პასუხისმგებელიანი პოლიტიკოსის ვალდებულებაა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყნის განვითარების გრძელვადიან პერპსექტივაზეა გათვლილი და არა მყისიერ შედეგებზე.

ჩემთვის თანამდებობა იყო დიდი პასუხისმგებლობა. ყოველთვის ვცდილობდი, პატივის გრძნობით მეტარებინა ეს პასუხისმგებლობა. მე ვცადე ვყოფილიყავი ყველა მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. მე მთელი გულით მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ იყო ნაკარნახები. მე ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. აქედან გამომდინარე, ვხედავ გუნდში განწყობებს და მივიღე გადაწყვეტილება - ვტოვებ თანამდებობას." - განაცხადა პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე. 

პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი 2015 წლის დეკემბერში დაინიშნა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^