Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილი ბოლო მთავრობას დააკომპლექტებს

13 ივნისი, 2018 19:35

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბოლო მთავრობა, რომელსაც დააკომპლექტებს. ბატონი ღარიბაშვილი უფრო ღირსეულად წავიდა, ვიდრე ბატონი კვირიკაშვილი", - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას.  

როგორც ნიკა მელია ამბობს, „მაქსიმუმ შემოდგომაზე ბატონ ივანიშვილს მოუწევს ქუდის დახურვა და სახლში წასვლა, თუ ამას არ გააკეთებს, ხალხი დაახურავს მას ქუდს".

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა მთავრობის კანცელარიაში დღეს გააკეთა.

„გუშინ გაიმართა შეხვედრა, რომლის შემდეგაც გაკეთდა საჯარო განცხადებები. გამოიკვეთა ჩემსა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა. საუბარი იყო მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ბოლო დღეების განმავლობაში იყო რიგი ფუნდამენტური საკითხები, რომელზეც განსხვავებული პოზიციები გვქონდა პარტიის თავმჯდომარესთან. პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ნოემბერი
14 ნოემბერი

ევროპარლამენტი: ასოცირების დღის წესრიგის ...

ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ანგარიში „ასოცირების შეთანხმების" შესრულების შესახებ, რომელსაც კენჭი დღ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

სერგეენკო: ლუგარის ცენტრის პოტენციალი ბე ...

ლუგარის ცენტრზე რამდენჯერმე იყო საინფორმაციო შეტევა, რადგანაც ეს პოტენციალი ბევრ ჩვენს მეზობელს მოსვენებას არ აძლევს,&nb ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

საკონსტიტუციო სასამართლომ „ცინიდის საქმი ...

საკონსტიტუციო სასამართლომ „ცინიდის საქმის“ ადვოკატთა სარჩელის განხილვა დაიწყო. სადაო ნორმები გაუთქმელობ ...
^