საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 801 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას ეკისრება მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.