Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხაჯიმბა და ბიბილოვი სტუმრების სიაში - ვისთან ერთად გახსნის პუტინი მსოფლიო ჩემპიონატს

13 ივნისი, 2018 23:52

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ის უცხოელი სტუმრები დაასახელა, ვინც მოსკოვში, „ლუჟნიკების“ სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით თამაშს (რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის) დაესწრება.

ფეხბურთის მატჩზე არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის პირველი პირი არ იქნება. ტელეკომპანია „დოჟდის“ ცნობით, სტუმართა ლოჟას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ვლადიმირ პუტინის მიწვევით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტი „პრეზიდენტები“, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი შეავსებენ.

როგორც რუსული მედია იტყობინება, თამაშს პუტინთან ერთად თვალს მიადევნებენ: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი.

მოსკოვში, აგრეთვე, ელიან ლიბანის პრემიერ-მინისტრს, საად ჰარირის; მოლდავეთის პრეზიდენტს, იგორ დოდონს; პანამის პრეზიდენტს, ხუან კარლოს ვარერას; პარაგვაის არჩეულ პრეზიდენტს, მარიო აბდო ბენიტესს; ტაჯიკეთის პრეზიდენტს ემომალი რაჰმონს; უზბეკეთის პრეზიდნეტს შავკათ მირზიიოევს და საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს.

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, არ დაესწრონ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე, რა თქმა უნდა, იქნება FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს აიღებს და 15 ივლისს ფინალური მატჩით დაიხურება. თამაშები 11 ქალაქში მდებარე 12 სტადიონზე გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 დეკემბერი
11 დეკემბერი

თბილისში მოქალაქეს მანქანა გასტაცეს, გამ ...

დღეს თბილისში, წერეთლის გამზირზე ერთ-ერთ მოქალაქეს მანქანა გასტაცეს. პირი, რომელმაც ავტომობილი გაიტაცა დიდუბეში ავარიაში ...
11 დეკემბერი
11 დეკემბერი

ქორეპისკოპოს იაკობს სასამართლომ რამიშვილ ...

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც  ის ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახ ...
11 დეკემბერი
11 დეკემბერი

ამ დროისთვის vali.ge-ზე გასანულებელმა თა ...

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვებგვერდზე  Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია 407 ათასზე მეტი მსესხებლის ...
^