Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოზარ სუბარი: ბანკებთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე განსხვავებული შეხედულებები იყო

14 ივნისი, 2018 0:22

„შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებების შესახებ საუბარი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა გარკვეული საკითხების საკმაოდ მწვავე განხილვა იყო. უფრო მეტ დეტალებში არ შევალ“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სოზარ სუბარმა, „პირველი არხის" ტოკშოუში („აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“) სტუმრობისას. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე - რამდენად დროული იყო გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება? სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ გარკვეული ცვლილებების საჭიროება მომწიფებული იყო.

„ყველა პრემიერმა, ვინც ამ ხნის განმავლობაში იყო, თავისი როლი შეასრულა და თავისი პოზიტივი დააგროვა. თუმცა, ამ პოზიტივთან ერთად, როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებაა და ვერ ახერხებ, ყველა პრობლება ერთბაშად გადაწყვიტო, ცხადია, ბევრ ნეგატივსაც იკიდებ. ამიტომ, თვითონ პიროვნებისთვისაც კარგია, თავისთვის ახალ ასპარეზს რომ მონახავს და იმ ასპარეზს, სადაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან წარმატებით მოღვაწეობდა, ახალ ადამიანს მისცემს“, – განაცხადა სუბარმა.

შეკითხვაზე - რა ფუნდამენტურ საკითხებზე ჰქონდათ განსხვავებული პოზიცია ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს? სუბარმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები იყო, იყო ბანკებთან დაკავშირებული პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა ატარებდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^