გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს, ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა ჩვენს ქვეყანაში. 2,8%-იანი ეკონომიკური ზრდით ჩაიბარა ქვეყანა და 6,5%-იანი ზრდით დატოვა. მჯერა, რომ ის პოზიტიური პროცესები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაიწყო, შეუქცევადია“, – წერს ქუმსიშვილი.
გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.
მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე „ქართული ოცნება" დღეს იმსჯელებს.