Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს" - მიხეილ ჯანელიძე

14 ივნისი, 2018 10:51

"მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, თუმცა ამას მხოლოდ გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გავაჟღერებ" – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში განუცხადა.

ჯანელიძე კვირიკაშვილი თანამდებობიდან წასვლას  სოციალურ ქსელშიც ეხმაურება.

"ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გავატარე ჩემი საჯარო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პერიოდი. მან მომცა შესაძლებლობა ერთად გვემუშავა როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ასევე, საგარეოსა და მთავრობაში. ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი, უდიდესი პატრიოტი და პროფესიონალი. მე უდიდესი გამოცდილება მივიღე მასთან მუშაობით და მოხარული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ ეკონომიკურსა და საგარეო პოლიტიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი სახით დიდი მეგობარი შევიძინე. დიდი მადლობა, გიორგი! წარმატებებს გისურვებ!"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^