Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერია ბეჰემოტ ბეგის ძეგლის დადგმას აპირებს

14 ივნისი, 2018 12:33

თბილისში მერია ბეჰემოტ ბეგის ძეგლის დადგმას აპირებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ 13 ივნისის ხსოვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ხუნწარიას თქმით, ბეგი წყალდიდობის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო და ამ დღის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

„13 ივნისის ტრაგედიის მეორე დღეს, მთელი მსოფლიო საუბრობდა ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოტზე, რომელიც სტიქიას გადაურჩა. ბეგი ერთგვარ სიმბოლოდ იქცა და დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაიდგას მისი ძეგლი“, - თქვა ხუნწარიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბეჰემოტის ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაია, ხოლო შემსრულებელი ლევან ვარდოსანიძე იქნება.

ხუნწარიას თქმით, თბილისის მერია 2019 წლიდან მოხალისეებისთვის სპეციალურ ჯილდოსაც დააწესებს.

„2019 წლიდან ყოველ 13 ივნისს, იმ მოხალისეების სახელით, რომლებიც სტიქიას შიშველი ხელებით ებრძოდა, სხვა მოხალისეებს, რომლებიც თბილისზე მზრუნველნი იქნებიან, ჯილდო გადაეცემათ“, - განაცხადა 13 ივნისის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^