Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ეკონომიკური გამოცდილება უნდა ჰქონდეს

14 ივნისი, 2018 12:29

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სწორი იქნება, თუ ახალი პრემიერ-მინისტრი არსებული სამთავრობო გუნდიდან დასახელდება. ამასთან, მიიჩნევს, რომ რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ეკონომიკური გამოცდილება უნდა ჰქონდეს. 

„ვფიქრობ, სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება. ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს კანდიდატს. მე ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებდი,“- განაცხადა კობახიძემ. 

„ხალხი მართლმსაჯულების საკითხებს აპროტესტებდა და არა ეკონომიკურ პოლიტიკას“ - პრეზიდენტი

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დღეს უმრავლესობის გაფართოებულ შეხვედრაზე დაასახელებენ. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მისი დაკომპლექტება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა. 

„ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ის მიღწევები, რაც გვაქვს, ხოლო ხარვეზები მთლიანად გამოვასწოროთ. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ახალი სამთავრობო გუნდის პირობებში. დარწმუნებული ვარ, დღესვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების თაობაზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. 

„ბოლო დღეების განმავლობაში იყო რიგი ფუნდამენტური საკითხები, რომელზეც განსხვავებული პოზიციები გვქონდა პარტიის თავმჯდომარესთან. პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს“,- განაცხადა ყოფილა პრემიერმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^