Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეა წულუკიანი: დაველოდოთ მოვლენების განვითარებას

14 ივნისი, 2018 12:53

„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ყოველთვის ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. 

მისი თქმით, მან არ იცის, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი, რადგან ის არ დასახელებულა და კარგი იქნება, თუ ყველა, მათ შორის პრეზიდენტიც, მშვიდად შეხვდება ამ პროცედურებს. 

„მე არ შეიძლება ვიცოდე, ვინ იქნება მომავალში პრემიერ-მინისტრი. ის კანდიდატი, რომელიც ჯერ არ დასახელებულა, როგორ დააკომპლექტებს კაბინეტს. ამას აქვს თავისი პროცედურა. ასევე, წინასწარი ინფორმაციებიც არ მაქვს. კარგი იქნება, თუ ჩვენ ყველანი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, მშვიდად შევხვდებით იმას, რომ ეს არის პროცედურა. ქვეყანას მართავს „ქართული ოცნების“ მმართველი პარტია და პრემიერისა და მინისტრის ცვლილებით არ იცვლება პოლიტიკური კურსი არც შიგნით და არც ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^