Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები: შშმ პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ და უჩინარ ჯგუფად

14 ივნისი, 2018 13:18

არასამთავრობო ორგანიზაციები შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს ეხმაურებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაგეგმოს და განახორციელოს ეფექტიანი პოლიტიკა, რათა შშმ პირებმა უკიდურესი იზოლაცია და გარიყულობა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ჩართულობის რეალური შესაძლებლობით ჩაანაცვლონ.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ  2013 წელს მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის(CRPD) რატიფიცირება, გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებითად არაფერი შეცვლილა, სახელმწიფოს არც ერთი რეალური რეფორმა ამ მიმართულებით არ გაუტარებია“,- აცხადებენ არასამთავრობოები.

მათი შეფასებით, სახელმწიფოს უმოქმედობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ და უჩინარ ჯგუფად, რომლებიც მუდმივად განიცდიან დისკრიმინაციისა და ჩაგვრის სხვადასხვა ფორმებს.

„სახელმწიფოს უმოქმედობა კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ უთანასწორობას და აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოწყვლადობას. მიუხედავად სახელმწიფოს არაერთგზის განაცხადისა, რომ ის გრძნობს პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის სიმძიმეზე, კონვენციის აღსრულების მიზნით დღემდე გადაუდგმელია აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები.მათ შორის, დღემდე არ შემუშავებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შეფასების სოციალური მოდელი,არ შემუშავებულა გაეროს კონვენციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი მექანიზმი, არ წარმოებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი სტატისტიკა და სხვა“.

NGO-ების შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთათვისაც ამ დრომდე არ არსებობს სარეაბილიტაციო სერვისები.

„აღნიშნული უმთავრესი წინაპირობაა მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებების განხორციელებისათვის“.

არასამთავრობოთა განმარტებით, ჯანმრთელობის უფლება გულისხმობს პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომბინირებულ ელემენტებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) განმარტებით, მოიცავს ღონისძიებათა ფართო სპექტრს, ფიზიკური ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და ინკლუზიის ხელშემწყობი ინტერვენციების ჩათვლით.

„საქართველოში არსებული სარეაბილიტაციო სერვისები გამორიცხავს ზრდასრული ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირების მომსახურებას. კერძოდ, სახელმწიფო პროგრამით არ არის გათვალისწინებული ზრდასრულ შშმ პირთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისთვის აუცილებელი ისეთი მნიშვნელოვანი მომსახურება, როგორიცაა თერაპიული ინტერვენცია, მათ შორის, ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, ფსიქოლოგიური კორექცია, მობილობის ორიენტაცია, სივრცითი ორიენტაცია და სხვა სერვისები, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და მათი უფლებების უხეშ დარღვევას იწვევს“.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მოითხოვს:

  • სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სპეციალიზებული ქვეპროგრამის შემუშავება და ამოქმედება, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო მომსახურებას და გაითვალისწინებს გეოგრაფიული მისაწვდომობის კომპონენტს;
  • აბილიტაციისა და რეაბილიტაციის მომსახურება მოიცვას ყველა ტიპის შეზღუდვის მქონე ზრდასრული პირი, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

ხელმომწერიორგანიზაციები:

მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ - MAEE

პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის- PNO

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC

„ვოლფრამის სინდრომი-საქართველო“- Wolfram Syndrome Georgia

კავშირი ქალი და რეალობა-  Woman an Reality

ა (ა) იპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი-  SACHKHERE’S REGISTERED UNION OF PERSONS WITH DISABILITIES

„ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ „-  FAD

მოძრაობა "ინკლუზიურისაზოგადოება - საქართველო"

SACHKHERE’S REGISTERED UNION OF PERSONS WITH DISABILITIES

„ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ „-  FAD

მოძრაობა "ინკლუზიურისაზოგადოება - საქართველო"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^