Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩუგოშვილი: ჩემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

14 ივნისი, 2018 13:51

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომასა და მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

ის ყოფილ პრემიერს მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის. რაც შეეხება მთავრობის ახალ შემადგენლობას, ჩუგოშვილის თქმით, მთავარია, როგორი იქნება მისი ურთიერთობა პარლამენტთან. ის მიიჩნევს, რომ მთავრობა მეტად უნდა იყოს ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანოსთან.

„ბევრად უფრო დინამიკური და აქტიური უნდა იყოს პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა ღიად, საზოგადოების თვალწინ, სწორედ საპარლამენტო პლატფორმებზე. თუ ჩვენ შევძლებთ და შევქმნით რეალურ, პასუხისმგებლიან, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულ დისკუსიას და პროცესს პარლამენტში, შედეგებიც ხელშესახები იქნება ყველა სფეროში. მე პირადად სწორედ ამ კრიტერიუმით ვაპირებ მთავრობის ახალი შემადგენლობის შეფასებას“, - წერს თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუქზე“. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ის თავის როლს და ადგილს  პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერებაში ხედავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. როგორც მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში რიგ ფუნდამენტურ საკითხებზე მასა და პარტიის თავმჯდომარეს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დღეს უმრავლესობის გაფართოებულ შეხვედრაზე დაასახელებენ. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მისი დაკომპლექტება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^