Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: ქართველიშვილის ქუჩაზე გამთენიისას მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია

14 ივნისი, 2018 14:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივნისს, გამთენიისას, თბილისში, ქართველიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1984 წელს დაბადებულ დ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მახლობლად შენიშნეს. ლ.ჩ.-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა. იგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ექიმებისგან ინფორმაცია მიიღეს, რომ ბრალდებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, იგი დაუყოვნებლივ დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აცხადებენ უწყებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ოქტომბერი
24 ოქტომბერი

ივანიშვილი კანაფის წარმოებაზე: ძალიან დი ...

„ვნახეთ ჩვენ საზოგადოების რეაქცია, მათ შორის საპატრიარქოსი, მთელმა გუნდმა ანგარიში გავუწიეთ და შევაჩერეთ ეს კანონნ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ივანიშვილი: პირადი ცხოვრების ჩანაწერები ...

ბიძინა ივანიშვილი 2016 წელს გამოქვეყნებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს ვერ იხსენებს. „ვერ ვიხსენებ, ასეთი ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

რატომ მოუწია კვირიკაშვილს თანამდებობის დ ...

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე unicef-ის კვლევასა და მოსახლეობის გაღარიბებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაღარიბ ...
^