Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით უსუფაშვილი კრიზისიდან გამოსასვლელად ბიძინა ივანიშვილს სამ წინადადადებას სთავაზობს

14 ივნისი, 2018 14:27

„შენების მოძრაობის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებზე არის დამოკიდებული, რა იქნება ამ ქვეყანაში უახლოეს დღეებში და წლებში და როგორ მოვახერხებთ ან ვერ მოვახერხებთ ცივილიზებულ გადასვლას ქვეყნის განვითარების მომდევნო ეტაპზე.

ის ივანიშვილსა და მმართველ გუნდს სამ წინადადებას სთავაზობს:

„1. ბიძინა ივანიშვილმა იტვირთოს პრემიერ-მინისტრობა, როგორც ამას მოითხოვს საპარლამენტო დემოკრატია და რა ვალდებულებაც მან აიღო ქართველი ხალხის წინაშე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

2. სუს-მა შეწყვიტოს პოლიტიკური პროცესების მართვა და სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება.

3. უახლოესი საპარლამენტო არჩევნებისთვის, იქნება ეს ვადამდელი თუ ვადიანი, დაუყოვნებლივ იქნას შემოღებული პროპორციული სისტემა“, - აცხადებს უსუფაშვილი.

გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის თანამდებობა დატოვა. მისი შემცვლელი, სავარაუდოდ, დღეს დასახელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ოქტომბერი
24 ოქტომბერი

ივანიშვილი კანაფის წარმოებაზე: ძალიან დი ...

„ვნახეთ ჩვენ საზოგადოების რეაქცია, მათ შორის საპატრიარქოსი, მთელმა გუნდმა ანგარიში გავუწიეთ და შევაჩერეთ ეს კანონნ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ივანიშვილი: პირადი ცხოვრების ჩანაწერები ...

ბიძინა ივანიშვილი 2016 წელს გამოქვეყნებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს ვერ იხსენებს. „ვერ ვიხსენებ, ასეთი ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

რატომ მოუწია კვირიკაშვილს თანამდებობის დ ...

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე unicef-ის კვლევასა და მოსახლეობის გაღარიბებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაღარიბ ...
^