Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება

14 ივნისი, 2018 18:33

რუსეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი - 2018 იწყება. ამ წუთებში გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. მუნდიალი რობი უილიამსის სიმღერით გაიხსნება, რომელსაც რუსი სოპრანო აიდა გარიფულინა შეუერთდება. გახსნაზე იმღერებს ცნობილი ტენორი პლასიდო დომინგოც. ჩემპიონატის პირველი მატჩი მასპინძელ რუსეთის ნაკრებსა და საუდის არაბეთს შორის დღეს, გახსნის შემდეგ გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ტრადიციულად, 32 ნაკრებია წარმოდგენილი. მუნდიალი ერთი თვე გაგრძელდება და 15 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება. მუნდიალის ფავორიტი ნაკრებებიდან გათამაშებაში ესპანეთი, რომელსაც ახალი მწვრთნელი - ფერნანდო იერო ჰყავს, ხვალ ჩაერთვება. ესპანელები მეზობელ პორტუგალიას შეხვდებიან.

შაბათს თავიანთ პირველ თამაშებს ჩაატარებენ საფრანგეთი და არგენტინა. ფრანგები ავსტრალიას დაუპირისპირდებიან, არგენტინა კი ისლანდიას შეხვდება.

გერმანია და ბრაზილია პირველ მეტოქეებს კვირას შეხვდებიან. გერმანია პირველ მატჩს მექსიკასთან, ბრაზილია კი შვეიცარიასთან გამართავს.

ორშაბათს ჩაერთვებიან მსოფლიო ჩემპიონატში ინგლისი და ბელგია. ინგლისი ტუნისს შეხვდება, ბელგია კი - პანამას.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ცხრილი:

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^