Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანმრთელობის დაზიანების გამო მუზეუმს მოქალაქისთვის 10 000 ლარის გადახდა დაევალა

14 ივნისი, 2018 16:14

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სასარგებლოდ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ მუზეუმთან ერთად, ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს აუნაზღაურდა ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მორალური ზიანი 10 000 ლარის ოდენობით, ასევე უცხოეთში მკურნალობის ხარჯები, საქართველოში ჩატარებული მკურნალობის ხარჯები და ყოველთვიური სარჩო დაენიშნა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მოქალაქემ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება 2014 წლის მაისში მიიღო, როდესაც ის შვილთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა მუზეუმში.

„მუზეუმის დათვალიერებისას მოულოდნელად ჩამოიშალა აივნის მოაჯირის კონსტრუქცია, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის აივნიდან გადავარდნა. შემთხვევის შედეგად მოსარჩელეს უვადოდ დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და ამ დროისთვის მას აღარ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება ხერხემლის დაზიანების გამო. ასევე მოსარჩელეს შეეზღუდა პროფესიული შრომისუნარიანობა“,- განმარტავენ საიაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მუზეუმის ადმინისტრაციამ დაარღვია წინდახედულობის ნორმები და სათანადოდ არ იზრუნა შენობის სიმყარეზე, რამაც გამოიწვია მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება. ამასთან, საიას განმარტებით, გამოიკვეთა, რომ შემთხვევის დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული მუზეუმში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, მუზეუმის ადმინისტრაცია კი მაინც რთავდა დამთვალიერებლებს მუზეუმის ტერიტორიაზე შესვლის ნებას.

„სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სახლ-მუზეუმის მოაჯირის აღდგენა არ მომხდარა დიდი ხნის განმავლობაში, მუზეუმი და სამინისტრო, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, ვალდებულები იყვნენ, სათანადო ყურადღება მიექციათ შენობის მდგომარეობისთვის და შეეფასებინათ შესაბამისი საფრთხეები. სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს საია იცავდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში“,- აცხადებენ საიაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^