Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაპუნა უგრეხელიძე ქალს, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სასამართლოში უჩივის

14 ივნისი, 2018 18:41

საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელმა, პაპუნა უგრეხელიძემ, იმ ქალის წინააღმდეგ შეიტანა სასამართლოში სარჩელი, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. მან ამის შესხებ Facebook-გვერდზე დაწერა. 

„დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე!

არსებობს უსამართლო ბრალდებები, რომლებსაც ვპასუხობ დუმილით;

მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ყოვლად უსინდისო, ცრუ, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რომლებმაც ჩემს ღირსებასთან ერთად შელახეს, ჩემი საქმიანი რეპუტაციაც - ასეთ უსამართლობას, რა თქმა უნდა, ვუპასუხებ სასამართლოს ძალით!

დღეიდან ავხდი ფარდას ბევრ დაფარულს და ვამხელ არაერთ ტყუილში ეკატერინე მესხიძეს და მის ამფსონებს, რომლებაც ადამიანისა და ქალთა უფლებების დაცვის საფარქვეშ ყოვლად უსინდისო, ბინძური კამპანია აწარმოეს, "- წერს პაპუნა უგრეხელიძე. 

პაპუნა უგრეხელიძის საქმე ► მოკლედ 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარეს პაპუნა უგრეხელიძეს თანამშრომლები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთმა სახალხო დამცველს მიმართა. ომბუდსმენმა დიკრიმინაცია დაადასტურა.

2017 წლის 3 მაისს მიღებული დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა".

ორი ყოფილი თანამშრომელი კი სასამართლოს გზით აპირებს პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ დავას. მათი სარჩელები მოხვდა კოალიცია „თანასწორობისთვის" ანგარიშშიც. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსარჩელეების მიმართ მუშაობის პროცესში არაერთხელ ყოფილა მოსარჩელეთა შევიწროება და სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებაში ხელის შეშლა. საქმეში წარდგენილია მხარეებს შორის პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც იკვეთება სექსუალური შევიწროება.

2018 წლის 27 მარტს პაპუნა უგრეხელიძემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. 

იგი სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს შურისძიებას უწოდებს და ამბობს, რომ  თანამდებობას ტოვებს, რათა განცხადებების თავისუფლად გაკეთება შეძლოს.

„ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებების სახელით ხორციელდება" - წერს უგრეხელიძე.

პაპუნა უგერეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ორი ყოფილი თანამშრომელი ადანაშაულებს

საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

კიდევ ერთი საქმე უგრეხელიძის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სასამართლოშია

ვოლსკი: პაპუნა უგრეხელიძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, პასუხი უნდა აგოს

SMS-ები ►რას სწერდა სექსუალურ შევიწროებაში მხილებული პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელ ქალს

თეა წულუკიანმა პაპუნა უგრეხელიძის განცხადება, თანამდებობის დატოვების შესახებ, დააკმაყოფილა

პაპუნა უგრეხელიძე: ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მივმართავ სასამართლოს​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აგვისტო
19 აგვისტო

„ათასობით ადამიანი ელის დაპირებულ რეფორმ ...

დღეს ბათუმში, იუსტიციის სახლთან ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოთხოვნით აქცია გაიმართა.  „სულ ცოტა ხნის წინ ...
19 აგვისტო
19 აგვისტო

თურქეთში უკანონოდ გადასვლის მცდელობისთვი ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ახალციხის და კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ...
19 აგვისტო
19 აგვისტო

არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ...

შსს-ს განცხადებით, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ პირს ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას არასრულწლოვნი ...
^