Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელისო კილაძემ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია

15 ივნისი, 2018 10:42

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "ქრონიკა +-სი" მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

მის წინააღმდეგ ქარტიას განცხადებით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. ის სადავოდ ხდიდა 2018 წლის 5 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით "კორუფცია VS მართლმსაჯულება", რომელიც ეხებოდა ქვეყანაში არსებულ კორუფციას, ასევე, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიებასა და სასამართლო პროცესში დიმიტრი ქუმსიშვილის ჩართულობას, რაც განმაცხადებლის მტკიცებით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამბობენ, რომ საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა. სხდომის მსვლელობისას განმცხადებლის წარმომადგენელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნა მე-11 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ფაქტის განზრახ დამახინჯებას გულისხმობს. შესაბამისად, საბჭომაც მხოლოდ პირველი პრიციპის ჭრილში განიხილა სადავო სტატია და მისი დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მთავრობის დადგენილებით წამლის სააგენტო ი ...

საქართველოს მთავრობის 14 ნოემბრის დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში წამლის სააგენტო იქმნება. იგი სამედი ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

ერიკ-ემანუელ შმიტი ნოემბრის ბოლოს საქართ ...

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივითა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (Institut Français de G& ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მეშახტე: პრემიერთან შეხვედრის საშუალება ...

„წინასწარ შერჩეული პირები დასვეს ამ შეხვედრაზე, ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრა დიალოგის ფორმით იყო გამართული, ეს იყო უფრ ...
^