Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე

15 ივნისი, 2018 15:12

გუშინ რუსეთში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო და პირველი თამაშიც გაიმართა მასპინძელ ქვეყანასა და საუდის არაბეთს შორის.

დღეიდან კი მუნდიალზე გუნდები სრული დატვირთვით ჩაებმებიან და ჯგუფური ეტაპის განმავლობაში ყოველდღიურად 3-3 მატჩი გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატი გამორჩეული ტურნირია და თითქმის ყოველდღე ერთი თამაში მაინც გულშემატკივართა დიდ ინტერესს იწვევს.

მუნდიალის მეორე დღეს, თბილისის დროით, 16:00 საათზე ურგვაისა და ეგვიპტის დაპირისპირება გახსნის. სამხრეთ ამერიკელები ჯგუფის მთავარი ფავორიტები არიან, მათთან ერთად კი მერვედფინალში, სავარაუდოდ, რუსეთი ან ეგვიპტე გავა.

ეგვიპტელების მთავარი იმედი მოჰამედ სალაჰია, რომელიც გასულ სეზონში ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. ურგვაისთან შეხვედრაშიც ეგვიპტელი ფანები სწორედ სალაჰის გამოჩენას ელოდებიან. ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრავმა მიიღო და აქამდე უცნობია, შეძლებს თუ არა დღეს თამაშს, თუნდაც შეცვლაზე შემოსვლით. 

დღის მეორე მატჩი იქნება მაროკო-ირანი. ორივე ნაკრები B ჯგუფის აუტსაიდერია და მოსალოდნელია, რომ ამ თამაშში დამარცხებული ჯგუფშიც ბოლო ადგილზე გავა. თამაში თბილისის დროით 19:00 საათზე იწყება.

მუნდიალის მეორე დღეს პირინეული დაპირისპირება დააგვირგვინებს. B ჯგუფის ფავორიტები ესპანეთი და პორტუგალია ერთმანეთს პირველივე ტურში ხვდებიან, თანაც ესპანეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი სულ ერთი დღეა, რაც ჰყავს.

ესპანელთა ყოფილი მწვრთნელი იულიენ ლოპეტეგი „რეალის“ მწვრთნელი ხდება, ამ ინფორმაციამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის უკმაყოფილება და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მისი დათხოვნა გამოიწვია.

დღის ცენტრალური შეხვედრა ესპანეთსა და პორტუგალიას შორის თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^