Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სარალიძე: საზოგადოებრივ მაუწყებელს ფილმის გაშვებისთვის დრო 12 საათამდე აქვს

18 ივნისი, 2018 14:41

„12 საათამდე აქვს დრო საზოგადოებრივ მაუწყებელს ფილმის გაშვებისთვის", - ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ მომზადებულ ფილმთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს. 

მისი თქმით, ადმინისტრაციას მიზეზები არ გამოელია, რომ [ფილმი ეთერში არ გაეშვა].

სარალიძე ამბობს, რომ ვიღაც-ვიღაცებს არ აწყობს, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.

„მივმართავ საზოგადოებას! ვფიქრობ, ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს, თუ რა მოხდა რეალურად 2017 წლის 1 დეკემბერს.

თუ დღეს ღამის 12 საათამდე ფილმი არ გაუშვეს, ესე იგი, საერთოდ არ გაუშვებენ და მჭირდება თქვენი დახმარება, რათა ვაიძულოთ ამ ფილმის გაშვება.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი ტრაგედია და მხარს გვიჭერს უსამართლობასთან ბრძოლაში", - წერს სარალიძე facebook-ზე. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ მომზადებულ ფილმთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.

„მე, როგორც ბლოკის ხელმძღვანელი, გეუბნებით ჩემს აზრს - იმ შენიშვნების გაუთვალისწინებლად, რომელიც მე მაქვს, ამ ფილმის გაშვებას არ ვეთანხმები. სამუშაო ჯგუფი ფუნდამენტურ შენიშვნებს არ იზიარებს. სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ მეთანხმებიან, მივმართე ბორდს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილონ ეს ფილმი და გაგვიზიარონ შთაბეჭდილება." - ამბობს გვიმრაძე. მისივე თქმით, მან ეს ფილმი შენიშვნებით ასევე გაუგზავნა ომბუდსმენს და პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას. 

შეკითხვაზე, რა ფუნდამენტური შენიშვნები აქვს, გვიპასუხა, რომ „ამ ეტაპზე თავს შეიკავებს საუბრისგან“. 

შეკითხვაზე, როდის გავა ფილმი ან როდის ექნებათ პასუხი ფილმის გაშვება/არ გაშვების შესახებ, გვითხრა რომ „ამ ეტაპზე ელოდება ბორდს და ასევე ომბუდსმენისა და სამოგაძიებო ჯგუფის წევრთა მოსაზრებებს".

„ფუნდამენტურ შენიშვნებს არ იზიარებენ“ - გვიმრაძე ხორავას ქუჩის საქმეზე მომზადებულ ფილმზე

„ამ ფილმს ამ ფორმით ვერ გავუშვებდი“ - კაკაბაძე ხორავას ქუჩის საქმეზე მომზადებულ ფილმზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^