Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მემუარებიდან: რატომ დატოვა დევიდ ლინჩმა „ტვინ პიკსი“?

20 ივნისი, 2018 11:44

ისტორია ყველასთვის ცნობილია - კინორეჟისორი სტუდია Showtime-ში ცნობილი ტელეშოუს ეკრანებზე დასაბრუნებლად მივიდა. ფინანსურ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო, რეჟისორი სტუდიას ტოვებს, თუმცა მათი მოგვარების შემდეგ მალევე ხმაურით ბრუნდება. სწორედ, ასე ბრუნდება ეკრანებზე „ტვინ პიკსი“ 18-ეპიზოდიანი „დაბრუნებით“.

დევიდ ლინჩმა არაერთხელ ისაუბრა „ტვინ პიკსის” დაბრუნებაზე, თუმცა ახალ მემუარში - „ოთახი ოცნებისთვის“, იგი განვითარებულ მოვლენებზე მეტი სიცხადით ჰყვება.

„მე და მარკი (ფროსტი) Showtime-ს „ტვინ პიკსზე“ სასაუბროდ შევხვდით. შემდეგ საბრუნამ (საზერლენდი) ბიუჯეტი მოიტანა და ყველა გაგიჟდა. ეს ბიუჯეტი რეალური იყო, თუმცა Showtime-მა მიიჩნია, რომ ძალიან ბევრს ვითხოვდით. Inland Empire-ის შემდეგ არაფერი შემიქმნია და მის სანახავადაც არავინ წასულა. ასე ფიქრობდნენ, გვინდა ეს სერიალი, მაგრამ არ ვიცით, ამ ბიუჯეტს რამდენად დავთანხმდებითო. თან 9 ეპიზოდზე მეტი? ეს ნამდვილად საკამათოაო. როცა მათი შემოთავაზებული ბუჯეტი ვნახე, მე აქედან მივდივარ-მეთქი, ვუთხარი. ვიფიქრე, თუ უჩემოდ უნდათ გაკეთება, კიბატონო, მაგრამ მე მივდივარ-მეთქი. დიდი სევდანარევი თავისუფლება ვიგრძენი, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე“ - წერს ლინჩი.

2015 წლის 6 აპრილს, ლინჩმა განაცხადა, რომ შოუს ტოვებდა, რადგან არასაკმარისი თანხა შესთავაზეს სცენარის იმგვარად მოსამზადებლად, როგორც ეს მას მიაჩნდა საჭიროდ. თუმცა, ორი დღის შემდეგ Showtime-ის აღმასრულებელი დირექტორები დევიდ ნევინს და გარი ლევინი მასთან ახალი შეთავაზებით მივიდნენ.

„გარიმ ნამცხვრები მოიტანა და ჩემთან დაახლოებით 45 წუთს დარჩნენ. როცა წასასვლელად წარმოდგნენ, დევიდმა თქვა, შენთვის შეთავაზებას მოვამზადებო. მე ვუთხარი, იქნებ მე მოვამზადო შეთავაზება შენთვის-მეთქი“ - წერს ლინჩი.

ლინჩი ამბობს, რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ამიტომ საბრინა საზერლენდთან, „ტვინ პიკსის“ აღმასრულებელ პროდიუსერთან ერთად სია მოამზადა.

„საბრინასთან ერთად ყველაფრის სია ჩამოვწერეთ, რაც გვჭირდებოდა და ვთქვი: კარგი, საბრინა, ახლა იქ შეხვალ და ეტყვი, რომ ეს მოლაპარაკება არ არის, თუკი გინდათ, რომ გავაკეთოთ, აი, ეს არის ამისთვის საჭირო; თუკი ყოყმანს დაიწყებენ, მადლობას გადაუხდი, ადგები და წამოხვალ. თუმცა, დევიდ ნევისმა თქვა, ჩვენ ამას გავაკეთებთო და მორჩა, მეც დავბრუნდი“ - წერს ლინჩი.

შედეგად „ტვინ პიკსის" 18 ეპიზოდი გამოვიდა, რომელშიც 217 მსახიობი მონაწილეობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^