Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„როგორ მოახერხეთ, ქალბატონო თეა, რომ“ - ნატა ფერაძე Facebook-ზე „ქარდებს" ავრცელებს

20 ივნისი, 2018 11:58

„როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა, რომ სტრასბურგში ორჯერ ჩააგდეს თქვენ მიერ შერჩეული მოსამართლეების სია? როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა, რომ ევროპულ სასამართლოებში ყველა საქმე წააგეთ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ?“ - „პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე Facebook-ზე „ქარდებს" ავრცელებს, რომლებიც იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს ეძღვნება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილისგან განსხვავებით, ფერაძე  წულუკიანის შეცდომებსა და ჩაგდებულ საქმეებზე მიუთითებს. 

გუშინ საპარლაამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, რომელსაც უმრავლესობის წევრების ტაში მოჰყვა. 

„როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა, რომ ბიუჯეტი აღარ ივსება საპროცესო შეთანხმებით შემოსული თანხებისგან?

როგორ მოახერხეთ, რომ ადამიანის უფლებები აყვანილია აბსოლუტურად სხვა რანგში? 

როგორ მოახერხეთ, რომ პროკურორები ასე უცებ და მყისიერად რეაგირებენ საზოგადოების მოთხოვნებზე? 

როგორ მოახერხეთ, რომ ადამიანის წამება, არაადამიანური მოპყრობა და ძალადობა ქვეყანაში აღარ არსებობს?

როგორ მოახერხეთ, რომ ასე მალე მიიღეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი  კოდექსი, ანტიდისკრიმინაციული კანონი?

როგორ მოახერხეთ, ასევე, რომ აღსრულების ახალი კანონია მიღებული, ასევე - სისხლის სამართლის კოდექსის  ძირეული ცვლილება? 

როგორ მოახერხეთ ისე, რომ ამ ყველაფერს ჩვენი ოპონენტები ვერ ხედავნ?

 როგორ მოახერხეთ, რომ 83%-ით არის გამამართლებელი განაჩენის რაოდენობა გაზრდილი, 95%-ით შემცირებულია გირაობის ოდენობა, 79%-ით შემცირებულია სასჯელის სახით პატიმრობის შეფარდება, 11- ჯერ ნაკლები საჩივარი იგზავნება სტრასბურგში? 

ეს ყველაფერი როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა?“ - მიმართა ვანო ზარდიაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^