Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოეხსნა თუ არა გიორგი შენგელაიას ფულადი დახმარება - ფონდი „ქართუს“ განმარტება

20 ივნისი, 2018 14:37

„ცნობა გ. შენგელაიასთვის ფულადი დახმარების მოხსნის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს. გ. შენგელაია თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში იღებს ფონდი „ქართუსგან“ სოლიდურ ფულად დახმარებას.“ - განუცხადა „ლიბერალს“ „ქართუ ჯგუფის" დირექტორმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა. ნიკოლოზ ჩხეტიანმა "ლიბერალის" კითხვას წერილობით უპასუხა. 

გიორგი შენგელაიას თქმით, ბიძინა ივანიშვილზე ტვ „იბერიის“ ეთერში მისი კრიტიკული განცხადების შემდეგ, ფონდის დირექტორი დაუკავშირდა და უთხრა, რომ დახმარება მოუხსნეს. 

„ჩემი გამოსვლის მერე, სადაც მე ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი უკითხავი კაცია-მეთქი, სხვა არაფერი სალანძღავი სიტყვა არ გამომიყენებია. დამირეკა ვინმე ჩხეტიანმა, ეს არის „ქართუს“ ფონდის მმართველი თუ თავმჯდომარე და მითხრა ეგეთი რამე - ბატონო გიორგი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგხსნათ სტიპენდიიდან. პირდაპირ თქვა ჩხეტიანმა, რაც დაწერეთ, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო. მე ვუთხარი, ძალიან სასიამოვნოა-მეთქი. მე ვუთხარი, რომ ამას მივიღებ მხოლოდ იმის მერე, რაც ოფიციალურ წერილს გამომიგზავნით-მეთქი. ჯერჯერობით, წერილი არ მოსულა. შეიძლება, გადაიფიქრეს, რაც მე მეეჭვება იმიტომ, რომ ის საშინელი ჯიუტი კაცია. თუ რამეს უბრძანებს ვინმეს, შემსრულებლები გააკეთებენ. მე ამ ქაღალდს რომ მივიღებ, შევისწავლი ამ ფონდის დებულებას და შეიძლება არის რაღაც მითითებები. ყოველ შემთხვევაში, ამ წლის კონტრაქტს ვერ გამიუქმებს . ეს არის ყოველწლიური ხელშეკრულება, ყოველ წელს აგრძელებენ და ამას ვერ გამიუქმებს." - განუცხადა გიორგი შენგელაიამ პირველ რადიოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^