Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იზორია: აშშ-სგან ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - „სტინგერებს“ მივიღებთ

20 ივნისი, 2018 13:04

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ლევან იზორიას თქმით, საქართველო აშშ-სგან „ჯაველინების“ შემდეგ „სტინგერებსაც“ მიიღებს.

„ანტისატანკო სისტემების - ჯაველინების გადმოცემის შემდეგ, საქართველო აშშ-სგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - სტინგერებს მიიღებს“ - განაცხადა ლევან იზორიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

იზორიამ აშშ-ში ვიზიტი გაიხსენა და თქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში სწორი პოლიტიკის აღიარებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

ასევე, იზორიას თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ია, თავდაცვის ბიუჯეტის 20% შეიარაღებული ძალების აღჭურვისკენაა მიმართული, რაც ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტია.

„სტინგერი“ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია, რომელიც აშშ-მა პირველად შეიარაღებაში 1981 წელს მიიღო. ამჟამად ამ იარაღს შეერთებულ შტატებთან ერთად 30-მდე ქვეყანა იყენებს. „სტინგერი“ დაბალ სიმაღლეზე მფრენი ობიექტების გასანადგურებლად გამოიყენება, თუმცა მას შეუძლია სახმელეთო სამიზნეების განადგურებაც. „სტინგერის“ ეფექტიანი სროლის მანძილი 8 კმ-მდე აღწევს.

გამოშვების შემდეგ „სტინგერები“ რამდენიმე შეიარაღებულ კონფლიქტში გამოიყენეს. მათ შორის, ყველაზე ცნობილი ავღანეთის ომია, სადაც ავღანელმა მოჯაჰედებმა დაახლოებით 3 წელიწადში 270-მდე საბჭოთა მფრინავი ობიექტი გაანადგურეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^