Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ზრუნვა დასჯის ნაცვლად" - ნარკოპოლიტიკის შეცვლის მთხოვნით დედაენის ბაღში აქცია იგეგმება

20 ივნისი, 2018 23:35

„დასჯა არ არის გამოსავალი, ზრუნვა დასჯის ნაცვლად" - „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით, 26 ივნისს დედაენის ბაღში აქციას აანონსებს.

„26 ივნისს, მთელ მსოფლიოში ეწყობა აქცია Support don’t punish. ამ აქციას ყოველწლიურად უერთდება საქართველოც. აქციის მიზანია მოუწოდოს სახელმწიფოს შეცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და დაამკვიდროს ნარკოტიკების მომხმარებლებისადმი ადამიანური მიდგომა, რაც გულისხმობს ნარკოდამოკიდებულების პრობლემის სამმართლებრივი სივრციდან - საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გადატანას. ჩვენ თანამოქალაქეებს სჭირდებათ ჩვენი, საზოგადოების თანადგომა. სჭირდებათ შესაბამისი სერვისების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ მკურნალობას, რეაბილიტაციას და უზრუნველყოფს მათ დაბრუნებას ოჯახში და საზოგადოებაში. ჩვენი მიზანია შევცვალოთ მიდგომა, რომელიც გულისხმობს ერთობლივ ბრძოლას ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან და არა პრობლემის მქონე ადამიანებთან" - ნათქვამია „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" განცხადებაში. 

მათი თქმით, სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკა არახარჯთეფექტურია და რეპრესიული სისტემის ძალისხმევამ ნულოვანი შედეგი გამოიღო. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ „მხოლოდ ზრუნვა, თანადგომა და განათლება შეცვლის ვითარებას უკეთესობისკენ".


• „ნულოვანი ტოლერნატობისა“ და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მიუხედავად, საქართველოში ნარკომომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ამჟამად გვყავს 52,000 პრობლემური ნარკომომხმარებელი? 
• პრობლემური ნარკომომხმარებლების რაოდენობით საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში, რუსეთისა და სეიშელის კუნძულების შემდეგ!
• საქართველოში არ არსებობს არც ერთი სრულფასოვანი რეზიდენტული სარეაბილიტაციო დაწესებულება; 
• დღემდე მოქმედებს იძულებითი ქუჩის ნარკოტესტირება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს წლის განმავლობაში დაახლოებით 18 მილიონი ლარი უჯდება. 2017 წელს იძულებითი წესით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე მიყვანილი ადამიანების ტესტირებაზე დახარჯული თანხის 68% დაიხარჯა იმ პირებზე, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება.
• ევროსაბჭოს (Council Of Europe – Annual Penal Statistics) ბოლო ანგარიშში (14.03.2017) საქართველოში პატიმრების 30,8% ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მე-3 პატიმარი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ევროპაში.
• კვლევების მიხედვით დასჯილთა 100% უბრუნდება მოხმარებას ერთი წლის განმავლობაში, თუ მათ არ ჩაუტარდათ ეფექტური მკურნალობა (89% ფაქტობრივად გათავისუფლებისთანავე და 11% გათავისუფლებიდან 11 თვის პერიოდში)" - ნათქვამია განცხადებაში. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^