Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მურუსიძის გამოსახულება პრეზერვატივზე - „აიისას“ პლატფორმა გამოხატვის თავისუფლების დასაცავად

21 ივნისი, 2018 11:34

პრეზერვატივების ქართულმა ბრენდმა „აიისამ“ გამოხატვის თავისუფლების დასაცავად ახალი პლატფორმა #გაბანტე შექმნა. პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას, ნებისმიერი დიზაინისა და წარწერის გამოყენებით შეუკვეთო პრეზერვატივის დიზაინი. 

„#გაბანტეს პრეზენტაცია განზრახ დავამთხვიეთ სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას „აიისას" „2 თითის საქმეში" გამტყუნების შესახებ და ცენზურის ამ ნათელ მაგალითს შეუზღუდავ საზოგადოებრივი გამოხატვის თავისუფლებას ვუპირისპირებთ.

იმ სანქციებს, რაც დაგვეკისრა (500 ლარის გადახდას და დიზაინების - „ძლევაი საკვირველი“,  „სამეფო კარი თამარში“,  „2 თითი“,  „პანდა“ - გაყიდვიდან ამოღებას) მხოლოდ ნაწილობრივ ვაკმაყოფილებთ, რადგან #გაბანტეს პლატფორმაზე ასევე შესაძლებელია ზემოთ ხსენებული დიზაინების შეკვეთაც დავის წარმომქმნელი კანონის დაცვით.

გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში ვასაჩივრებთ და პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლოში მოვითხოვთ გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში არსებული რეკლამის კანონის გაუქმებას„ აიისას“ „2 თითის საქმის" საფუძველზე,

გმადლობთ მხარდაჭერისთვის, პრეცედენტები იქმნება ასე" - ნათქვამია „აიისას“ Facebook გვერდზე. 

„აიისას“ ინიციატივას ადვოკატი და კომპანიის ინტერესების დამცველი გიორგი მშვენიერაძე გამოეხმაურა. როგორც მან დაწერა, უკვე საკუთარი დიზაინი შექმნა მოსამართლე ლევან მურუსიძის გამოსახულებით და ლინკი გააზიარა. 

„როგორც იცით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება და „აიისას“ გარდა ჯარიმისა, აუკრძალა 4 დიზაინის პრეზერვატივის რეალიზება და რეკლამა. ასევე დაავალა პროდუქციის ქსელიდან ამოღება.

„აიისა“ მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ლახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიუხედავად ამისა, „აიისას “ მოუწევს გადაწყვეტილების შესრულება, ამიტომ:

1. „აიისა" საკუთარი ინიციატივით აღარ შექმნის იმ 4 დიზაინის პროდუქტს, რაც სასამართლომ აკრძალა, თუმცა ყველას გთავაზობთ (მისსავე ვებგვერდზე, განყოფილებაში #გაბანტე), თქვენ თავად შექმნათ პროდუქტის მსგავსი ან სხვა დიზაინი და „აიისა“ მას დაგიმზადებთ და მოგაწვდით;

2. მე, როგორც რიგითი მოქალაქე (და არა „აიისას“ წარმომადგენელი), ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელმაც მსგავსი სერვისით ვისარგებლე და, რა თქმა უნდა, ჩემ მიერ შექმნილი პირველივე დიზაინი თავად „აიისას“ საქმეს ეძღვნება. გიზიარებთ ამ დიზაინის ლინკს, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და თქვენც შეუკვეთოთ იმავე დიზაინის პროდუქცია. ეს არის პროტესტი მოსამართლე მურუსიძის „ვაი საკვირველ“ გადაწყვეტილებაზე. სწორედ ამ კონკრეტული დიზაინის პროდუქციის რეალიზებით შემოსული თანხით „აიისა“ გადაიხდის ჯარიმას, 500 ლარს, რომელიც სასამართლომ დააკისრა," - წერს გიორგი მშვენიერაძე. 

18 ივნისს პრეზერვატივების ქართული ბრენდის „აიისას“ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან მურუსიძემ გამოიტანა. 

4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ბრენდი „აიისას“ დამფუძნებელი ანა გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა და პრეზერვატივების არსებული შეფუთვის გამოყენება აუკრძალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზერვატივის სარეკლამო შეფუთვა იყო არაეთიკური. 

ჯარიმის გარდა, „აიისას“ დამფუძნებელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აეკრძალა პროდუქტზე განთავსებული არაეთიკური რეკლამების გავრცელება, განთავსება პროდუქტზე, სოციალურ ქსელში და სხვაგან. 

სასამართლომ „აიისას" დამფუძნებელი 500 ლარით დააჯარიმა

„ყვითელი ზეციური ფერია, ისევე, როგორც ცისფერი" - მერიის არგუმენტები „აიისას“ წინააღმდეგ

„ხელის ამ ფორმით მრევლს ლოცავენ" - „აიისას“ მერიამ ოქმი შეუდგინა და სასამართლოში გაგზავნა

რვატივების საქმის მოსამართლე ლაშა თავართქილაძე​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^