Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მინდა, გაირკვეს, ვარ თუ არა მოძალადე მასწავლებელი“ - გურგენიძე სკოლას სასამართლოში უჩივის

21 ივნისი, 2018 12:00

იორმუღანლოს საჯარო სკოლის ქართული ენის ყოფილი მასწავლებელი თეა გურგენიძე დირექტორის ბრძანებას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სიღნაღის სასამართლოში გაასაჩივრებს. 

როგორც თეა გურგენიძე ამბობს, სარჩელს დღეს შეიტანს სასამართლოში.

მისივე თქმით, ვიდეოკადრები, რომელზეც, სკოლის ინფორმაციით, მისი მხრიდან ბავშვზე ძალადობა ჩანს და რაც, სკოლის ადმინისტრაციის თქმით, გურგენიძის გათავისუფლების მიზეზი გახდა, მისთვის არ გადაუციათ. 

„ჩემმა კანონიერმა წარმომადგენელმა, ადვოკატმა, ნათია ქაჯაიამ, როგორც სკოლიდან, ისე მანდატურის სამსახურიდან გამოითხოვა კადრები, რომელიც, მათი თქმით, ასახავს ჩემი მხრიდან ბავშვზე ძალადობას. ორივე დაწესებულებამ უარი გვითხრა კადრების გადმოცემაზე, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით. 

ამ კადრებს სასამართლოს გზით გამოვითხოვთ. მე მინდა,  რომ ის გავასაჯაროო და ყველამ ნახოს, ვარ თუ არა მოძალადე პედაგოგი. ჩანს თუ არა იმ კადრებში ბავშვის ცემა." - განუცხადა „ლიბერალს“ თეა გურგენიძემ. 

თეა გურგენიძე დირექტორმა 23 მაისს გაათავისუფლა სკოლიდან. რაც სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლემა გააპროტესტეს. 

თეა გურგენიძე სკოლიდან გაათავისუფლეს - პედაგოგი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

იორმუღანლოში მცხოვრები მშობელი - „გურგენიძის სკოლაში აღდგენამდე პროტესტი გაგრძელდება"

ფოტო/ვიდეო► იორმუღანლოში თეა გურგენიძის სკოლიდან გათავისუფლებას მოსწავლეები აპროტესტებენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^