Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინდოელი გულშემატკივარი, რომელიც მესის სანახავად რუსეთში მიდიოდა, საქართველოში არ შემოუშვეს

21 ივნისი, 2018 11:45

ლიონელ მესის ინდოელი გულშემატკივარი კლიფინ ფრანსისი რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ველოსიპედით გაემგზავრა, მაგრამ გზად პრობლემები შეექმნა -  საქართველოში მესაზღვრეებმა არ შემოუშვეს. ფრანსისის შესახებ BBC წერს.

არშემოშვების გამო, ფრანსისს პრობლემები შეექმნა. მას აზერბაიჯანში შესვლისას ერთჯერადი ვიზა მისცეს და ამიტომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. ინდოეელი გულშემატკივარი ორი ქვეყნის საზღვარზე გაიჭედა. საბოლოოდ, ფრანსისს ისევ აზერბაიჯანელები დაეხმარნენ, ხელახლა მისცეს ვიზა, ისიც უკან გაბრუნდა და რუსეთში დაღესტნის გავლით მოხვდა.

„ყველა დოკუმენტი მქონდა, მაგრამ ახლაც არ ვიცი, რატომ, საქართველოში არ შემიშვეს. ამის გამო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდი, აზერბაიჯანში დაბრუნების ნებართვაც აღარ მქონდა, იქ მხოლოდ ერთჯერადი ვიზა მქონდა აღებული“, - ამბობს ინდოეთის მოქალაქე.

ფრანსისი თავდაპირველად დუბაიში ჩავიდა, იქიდან ირანში მოხვდა, სადაც, როგორც თავად BBC-თან ჰყვება, ყველა ეხმარებოდა. ფრანსის ირანში სასტუმროში დარჩენა თითქმის არც დასჭირვებია. „ველოსიპედით მოგზაურობა ნაკლებ მტკივნეული იყო საოცარი ირანელების გამო“, - ჰყვება ფრანსისი, მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ირანელებს ბოლივუდიც ძალიან ჰყვარებიათ. „მართალია, როცა ამბობენ, რომ ფეხბურთი და ფილმები მსოფლიოს აერთიანებს“, - იხსენებს ინდოელი გულშემატკივარი.

„ლიბერალი“ ტურისტის არშემოშვების საკითხის გარკვევას შსს-თან ცდილობს, მაგრამ სამინისტროს პრესსამსახურს ჯერ-ჯერობით ვერ დავუკავშირდით.

ფოტო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^