Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ღამის ეკონომიკის“ ფარგლებში თბილისში ღამით კვების მოძრავი ობიექტები განთავსდება

21 ივნისი, 2018 12:18

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისში, კონკრეტულ ლოკაციებზე, ღამით კვების მოძრავი ობიექტები განთავსდება. 

სერგი გვარჯალაძე ამბობს, რომ „ღამის ეკონომიკის“ პროექტი იწყება და კვების მოძრავი ობიექტები პროექტზე მომუშავე ჯგუფის იდეაა.

როგორც მან განაცხადა, კვების მოძრავი ობიექტები - Food trucks სატრანსპორტო ჰაბების ტერიტორიაზე ივლისიდან დაიდგმება, როდესაც მუნიციპალური ავტობუსების ღამით მოძრაობა დაიწყება.

„საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ღამით კვება თბილისში. ჩვენი მიზანია, კვების მოძრავი ობიექტების - Food trucks-ის საპილოტე ინიციატივა ავამუშაოთ. ვამზადებთ შესაბამის რეკომენდაციებს და რამდენიმე უწყებასთან ერთად ვამუშავებთ ამ იდეას. ვხედავთ, რომ ამ მიმართულებას პოტენციალი აქვს. მაგალითად, როდესაც „თბილისი არენადან“ გამოდიხართ ღამე, სპორტის სასახლემდე, „მაკდონალდსამდე“, ფაქტობრივად, არც ერთი კვების ობიექტი არ არის. ამიტომ ჩვენი მიზანია, სატრანსპორტო ჰაბების ტერიტორიაზე გვქონდეს ეს კვების ობიექტები. მივცეთ საპილოტე ხასიათი, გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, დავაწესოთ მინიმალური, მარტივი რეგლამენტი და დავაკვირდეთ ამ პროექტს 6 თვის განმავლობაში.

პროექტი რაც შეიძლება სწრაფად გვინდა დაიწყოს. კერძოდ, ტრანსპორტის პროექტს მივაბათ. თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მოსაგვარებელი, მათ შორის, სურსათის უვნებლობის, პარკირების, გარევაჭრობის, ელექტროენერგიით მომარაგების და ა.შ.“, - განაცხადა გვარჯალაძემ. 

რაც შეეხება ავტობუსების ღამით მოძრაობას, სერგი გვარჯალაძე ამბობს, რომ მათი ინიციატივაა,  ტრანსპორტმა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე იმოძრაოს ქალაქში - ბოლო წერტილები რომ იყოს მეტრო „ახმეტელი“ და მეტრო „ვარკეთილი“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^