Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაუქმდება თუ არა პატიმრობა რიგი ნარკოტიკის პირადი მოხმარების მიზნით ფლობაზე - საკონსტიტუციოში განხილვა დაიწყო

21 ივნისი, 2018 13:01

საკონსტიტუციო სასამართლოში 9 პირის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსარჩელეები მსჯავრდებულნი არიან სადავო ნორმებით გათვალისწინებული სხვადასხვა ნარკოტიკული დანაშაულისთვის.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, პირადი მოხმარების მიზნით, დამზადებით, შეძენით და შენახვით, ზიანი შეიძლება მიადგეს მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს.

სარჩელის მიხედვით, ამგვარი ქმედებებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს.

„გაუმართლებელია პირის დასჯა მხოლოდ იმ მიზნით, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს ანალოგიური ქმედება. კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლომ შეარჩიოს  სასჯელის ის ფორმა და ზომა, რაც ადეკვატური და შესაფერისია ჩადენილი ქმედების სოციალურ საშიშროებასთან. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ქმედებებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ, ღირსების შემლახველ სასჯელს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

საკონსტიტუციო სარჩელი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ზიანის შემცირების ქსელთან და ნარკოტოკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელთან თანამშრომლობით მოამზადა.

სარჩელი ეხება ქვემოთ ჩამოთვლილ ნარკოტიკულ საშუალებებს:

29

ბუპრენორფინი

0,0012

0,012

0,12

33

დეზომორფინი

-

1

1

76

კანაფის ფისი

0,05

0,5

5

79

კოდეინი (ფუძე და მარილები)

0,2

2

20

91

ლიზერგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი

-

0,0002

0,0002

94

მეთადონი (ფუძე და მარილები)

0,2

1

1

109

მეტამფეტამინი (ფუძე და მარილები, მიუხედავად თანმხლები ნივთიერებების არსებობისა)

-

1

1

116

მორფინი (ფუძე და მარილები)

0,04

0,4

4

189

ჰეროინი

0,2

1

1

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მთავრობის დადგენილებით წამლის სააგენტო ი ...

საქართველოს მთავრობის 14 ნოემბრის დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში წამლის სააგენტო იქმნება. იგი სამედი ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

ერიკ-ემანუელ შმიტი ნოემბრის ბოლოს საქართ ...

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივითა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (Institut Français de G& ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მეშახტე: პრემიერთან შეხვედრის საშუალება ...

„წინასწარ შერჩეული პირები დასვეს ამ შეხვედრაზე, ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრა დიალოგის ფორმით იყო გამართული, ეს იყო უფრ ...
^