Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ყველაზე მეტი საჩივარი „სილქნეტის“ წინააღმდეგ შევიდა

21 ივნისი, 2018 13:34

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას 2017 წელს მომხმარებელთა 303 საჩივარი შევიდა, რომელთაგან უმეტესი ნაწილი დაკმაყოფილდა. ისინი ისეთ საკითხებს ეხება, როგორებიცაა, უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურება, მომხმარებლის არასათანადო ინფორმირება, სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორე, სააბონენტო ნომრების გასხვისება, სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტების ცვლილება, სატელეკომუნიკაციო ანძებისგან გამოწვეული რადიაცია და სხვა. 

რაც შეეხება საჩივრების სტატისტიკას, მათი დიდი ნაწილი - 29% კომპანია „სილქნეტის“ წინააღმდეგაა, 17% - „მაგთიკომის“, 13% - „ჯეოსელის“, 11% - „სტერეო +“, 13% - „ახალი ქსელების“, 20% - „მობიტელის“.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოსული 283 საჩივრიდან დაკმაყოფილდა 271 საჩივარი; აქედან სრულად დაკმაყოფილდა 249, ხოლო - 22 ნაწილობრივ. დარღვევა არ დადასტურდა 12 საჩივარზე“,- აღნიშნულია კომისიის 2017 წლის ანგარიშში.

კომისიას კომუნიკაციის სფეროში არსებულ ავტორიზებულ პირებთან სულ 54 სასამართლო დავა ჰქონდა, რომელთაგან მხოლოდ 16% დასრულდა კომისიის სასარგებლოდ, 38% კი კვლავ მიმდინარეობს.

2017 წელს მაუწყებლის სფეროში გამოვლენილი ყველაზე ხშირი სამართალდარღვევა პროდუქტის განთავსების (Product Placement) წესების დარღვევით პროგრამის განთავსება და სპონსორობის წესის დარღვევაა. დამრღვევებს შორის არიან: „იმედი, „რუსთავი 2“, “იბერია ტვ“, „ტელეკომპენია პირველი“, „სტუდია მაესტრო“ და სხვა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ კომისიამ  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ და საკონსტიტუციო სასამართლოს 2 საჩივარი დააკმაყოფილა. ორივე მათგანი სოციალური რეკლამის განთავსებაზე უარს ეხებოდა. 

კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში სამაუწყებლო კომპანიების მონიტორინგიც განახორციელა, რომელიც მოიცავდა 41 სამაუწყებლო არხს, საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს და 34 ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთს.

„მაუწყებლების მიერ საარჩევნო პერიოდში ვალდებულებების შეუსრულებლობის და დარღვევების გამო, კომისიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 13 ოქმი შეადგინა. მათ შორის: 4 მაუწყებლის, 7 საინფორმაციო სააგენტოს და ერთი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთის მიმართ. მაუწყებლების მიმართ გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სანქციები, როგორც რეკლამის განთავსების წესების დარღვევის, ასევე საზოგადოებრივი პოლიტიკური გადაცემების არ ქონის გამო“.

 2017 წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 284,497,685.52 ლარი შევიდა. სატელევიზიო მაუწყებლების შემოსავლის ძირითად წყაროს რეკლამა და სპონსორობა შეადგენდა (მთლიანი შემოსავლის 82%-ს). სატელევიზიო მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავლების ოდენობის მიხედვით, 2017 წელს ყველაზე დიდი წილი „რუსთავი 2-ს“ ეკავა - 40.3%, მას მოსდევდა „ტელეიმედი“ - 33.5%, GDS - 3.3%, TV „პირველი“ - 3.1%. სხვა მაუწყებლების შემოსავლების ჯამურმა წილმა 19.8% შეადგინა.

სატელევიზიო მაუწყებლების მსგავსად, რადიო მაუწყებლების შემოსავლის ძირითად წყაროსაც რეკლამა და სპონსორობა იყო და მათი წილი მთლიან შემოსავლებში 2017 წელს 82% იყო. შემოსავლების თვალსაზრისით, რადიო მაუწყებლებიდან 2017 წელს ყველაზე დიდ წილს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ფლობდა - 43.8%, „რადიო იმედი“ – 10.2%, „MS Group“ – 6.9%, „სტარვიზია“ – 4.6%. სხვა რადიოები კი ჯამში ბაზრის შემოსავლების 34.5%-ს იღებდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^