Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არა მგონია, სწორი იყოს გემოვნების რეგულირება“ - ზაზა ხუციშვილი სერგი გვარჯალაძის იდეაზე

21 ივნისი, 2018 14:01

„ღამის ეკონომიკის“  პროექტის მენეჯერის, სერგი გვარჯალაძის იდეაზე, რომელიც ქუჩის მუსიკოსების რეგულირებას ეხება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი ამბობს, რომ სწორად არ მიაჩნია. 

გვარჯალაძე: ზოგიერთი ქუჩის მუსიკოსი ვნებს მოქალაქეების ყურს, ეს საკითხი მოსაწესრიგებელია

„არ მგონია, სწორი იყო,ს შეუფასო ქუჩის მუსიკოსს, ვინ უკეთ მღერის და ვინ ნაკლებად. ქუჩაში როცა გამოდის, თუ კარგად მღერის, გაჩერდება ადამიანი და მოუსმენს, თუ ცუდად მღერის, არ მოუსმენს.

სხვა ქვეყნებში, მე რა ინფორმაციაც მაქვს, დროს ეხება რეგულირება, ანუ არ შეძლება, ერთი ადამიანი კარგ ადგილზე იდგეს კვირაობით და ის სივრცე მიისაკუთროს, ამიტომ ერთ ადამიანს ზოგ ქვეყანაში დრო აქვს შეზღუდული. მაგალითად, თუ არის ცენტრალური ადგილი ერთ მუსიკოსს შეუძლია, დაახლოებით 40 წუთი იდგეს. დილიდან საღამომდე ვერ იქნება, მერე სხვასაც უნდა დაუთმოს ადგილი.

ხარისხს, მე მგონი, არავის უმოწმებენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. იდეის ავტორს ვთხოვოთ ახსნა. ჩემი აზრით, არ არის სწორი ხარისხის შემოწმება", - უთხრა „ლიბერალს" ზაზა ხუციშვილმა.

სერგი გვარჯალაძის თქმით, ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს: „ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან ქუჩაში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან და ეს ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. ასე რომ, ვფიქრობ, ესეც მოსაწესრიგებელია".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^