Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროსასამართლოს კითხვები საქართველოს ხელისუფლებას მუხთარლის საქმეზე

21 ივნისი, 2018 15:01

ევროსასამართლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებთან კითხვები აქვს:

1. დაირღვა თუ არა აპლიკანტის თავისუფლების უფლება (კონვენციის მეხუთე მუხლი)? დატოვა თუ არა მან 2017 წლის 29 მაისს საქართველო საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ? თუ ასეა, იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლება? თუ დაირღვა მისი თავისუფლების უფლება, განხორციელდა თუ არა ეს კონვენციის მეხუთე მუხლით გათვალისწინებული გარანტიების დაცვით?

2.  იყო თუ არა აპლიკანტი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, როცა ის ძალით გადაიყვანეს საქართველოდან აზერბაიჯანში? ჩატარდა თუ არა ეფექტური გამოძიება არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტზე?

3. დაირღვა თუ არა აპლიკანტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა(კონვენციის მერვე მუხლი), როცა ის ძალით გადაიყვანეს აზერბაიჯანში? თუ კი, იყო თუ არა ეს ჩარევა კანონის ნორმებით და კონვენციის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული აუცილებლობით გამოწვეული?

4. იყო თუ არა აპლიკანტის შესაძლო ძალადობრივი გადაყვანა აზერბაიჯანში პარაგრაფი #1-სა და პროტოკოლი #7-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაში?

5. დაირღვა თუ არა აპლიკანის გადაადგილების თავისუფლება (პროტოკოლი #4-ის მეორე მუხლი)?

6. ჰქონდა თუ არა აპლიკანტს ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი მის წინააღმდეგ დარღვეული უფლებების აღსადგენად, რაც მის შესაძლო გატაცებასა და არასათანადო მოპყრობას უკავშირდება (კონვენციის მეცამეტე მუხლი)?

პასუხების დასადასტურებლად სასამართლო საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, წარუდგინოს გამოძიების მასალების ასლები, მათ შორის ფოტო და ვიდეომტკიცებულებები.

კითხვები საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და აპლიკანტთან

 1. იყო თუ არა აპლიკანტის თავისუფლების უფლების დარღვევევის მიზანი სხვა რამ და არა ის, რასაც კონვენციის მეხუთე მუხლი უშვებს?

2. მოხდა თუ არა აპლიკანტის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა(არტიკლი 10)? თუ კი, იყო თუ არა ეს ჩარევა კანონის ნორმებით და კონვენციის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული აუცილებლობით გამოწვეული?

ადვოკატი: მუხთარლი 3-მა პირმა გაიტაცა, რომელთაგან 2 პოლიციის ფორმაში იყო, 1 - სამოქალაქოში

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში ჰყავდათ დაკავებული. მუხთარლის თქმით, ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.

აფგან მუხთარლი: კვირიკაშვილმა და შს მინისტრმა დაგეგმა და ჩაიდინა დანაშაული

საკუთარ ქვეყანაში ის კონტრაბანდის, საზღვრის უკანონო კვეთისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გაასამართლეს. 

აზერბაიჯანის პროკურატურა: აფგან მუხთარლი საზღვრის კვეთის დროს დააკავეს

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის იანვრიდან ის საქართველოში მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^