Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: ტექნიკური დათვალიერების გარეშე ავტომობილის მართვის 2 555 სამართალდარღვევა დაფიქსირდა

21 ივნისი, 2018 16:14

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მაისში დაფიქსირდა 2 555 სამართალდარღვევა, რომლებიც გულისხმობდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვას ან სამართავად სხვა პირისთვის გადაცემას, რომელსაც დადგენილი წესით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება.

„პირველ ეტაპზე, აღნიშნული შემოწმება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის.

აქვე გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბერის დადგენილების („ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე) შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან დაიწყებს სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირებას.

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას დაექვემდებარება დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავის მქონე ავტომობილები.

საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი 2019 წლის ბოლოს დასრულდება," - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 სექტემბერი
21 სექტემბერი

ფალიაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ...

წუხელ თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. როგორც შსს-ში „ლიბერალს" განუცხადეს, შემთხვევის შედეგ ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

გურჯაანში, ღვინის ქარხანაში მუშა დაწურულ ...

ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში მუშა სამუშაოების შესრულებისას დაწურული ყურძნის ავზში ჩავარდა, - ამის შესახებ „ლიბერალს&qu ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქორეპისკოპოსი იაკობი: სალომე ზურაბიშვილზ ...

ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტვ პირველთან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილზე „კანაფის დედოფალი" ...
^