Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თელასი: ხვალ თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

21 ივნისი, 2018 17:56

ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტროენერგია დროებით გაითიშება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს:

„გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 22 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV, VI, VII, VIII, IX კვარტლების, კალოუბნის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტლის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, რობაქიძის, კარალეთის, ცაბაძის, სამტრედიის, აგლაძის, სტანისლავსკის, გუდაუთის და ელიავას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
გლდანში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების და სოფელი გლდანის მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას V ქუჩის, ჭედიას და კობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დელისის III ქუჩის, დელისის, ნუცუბიძის, ჯებაშვილის, ნადარეიშვილის და სიხარულიძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, სარაჯიშვილის და გელოვანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ნეკრასოვის და ტყვიავის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
ნაძალადევში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

მთწმინდის რაიონი
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის, ლერმონტოვის და მაჩაბელის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
ისანში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, სამგორის (ნაწილობრივ), პეტეფის, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, - ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^