Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა კალაძე ქუჩის მუსიკოსებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

21 ივნისი, 2018 18:43

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მერია ცდილობს, ქუჩის მუსიკოსებს დაეხმაროს და ხელი შეუწყოს. 

„არა მგონია, სწორი იყოს გემოვნების რეგულირება“ - ზაზა ხუციშვილი სერგი გვარჯალაძის იდეაზე

გვარჯალაძე: გვინდა, ის ადგილები შევთავაზოთ მუსიკოსებს, სადაც ხმაურის პრობლემა არ შეიქმნება​

„ამ მიმართულებით ერთ ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ - ფესტივალის გაკეთება გვინდა. მე არასდროს მისაუბრია ამაზე და მინდა, ერთ თემას შევეხო. ალბათ, იცით ჯგუფი „ბანი“. მისი წევრები ძალიან წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. ისინი თავდაპირველად მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდნენ. მე მაშინ ფეხბურთს ვთამაშობდი და მილანში ვცხოვრობდი. სრულიად შემთხვევით youtube-ზე მათი სიმღერა ვნახე. იმდენად მომეწონა და დამაინტერესა, რომ, როცა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ თამაშზე მომიწია ჩამოსვლა, მათაც შევხვდი. დავეხმარე ყველანაირად - ფინანსურად თუ ინსტრუმენტების შეძენით. ისინი გახდნენ წარმატებულები და დღესაც ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ერთმნიშვნელოვნად არკონსტიტუციური ნაბიჯი იქნება" - მშვენიერაძე სერგი გვარჯალაძის იდეაზ

გვარჯალაძე: ზოგიერთი ქუჩის მუსიკოსი ვნებს მოქალაქეების ყურს, ეს საკითხი მოსაწესრიგებელია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^