Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი გამოძიებას არ დაუდგენია

22 ივნისი, 2018 11:19

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, გამოძიებამ ვერ ან არ შეძლო გამოევლინა დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი.

ომბუდსმენმა დაასრულა საგამოძიებო მასალების შესწავლა და მისი თქმით, გამოძიების მასალებით არაერთი კითხვის ნიშანი ჩნდება, ხოლო სასამართლოს განაჩენმა დაადასტურა ის ხარვეზები, რაზეც თავადაც საუბრობდა.

„დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი გამოძიებას არ დაუდგენია. არის კითხვები, თუ რატომ მივედით აქამდე, რატომ არ არის გამოვლენილი ყველა პირი?“ - განაცხადა ომბუდსმენმა პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შესვლამდე.

ლომჯარიას თქმით, ზოგიერთი პირის მიმართ აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, გამოძიებას არ მიუქცევია ყურადღება იმ დეტალებზე, რაზეც საუბრობდნენ თავად მოწმეები. ამიტომ, ეს გამოძიება კითხვებს აჩენს.

„თვალში საცემია გარემოებები, რომ კონკრეტული პიროვნებების მიმართ არ არის ჩატარებული აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უნდა ჩატარებულიყო. ყურადღება არ აქვს მიქცეული გამოძიებას იმ აუცილებელ დეტალებზე, რომლებზეც მოწმეები თუნდაც ზოგადი სახით საუბრობდნენ. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ გამოძიებამ ვერ ან არ შეძლო გამოევლინა მკვლელობაში დამნაშავე ყველა მონაწილე“, - თქვა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მთავრობის დადგენილებით წამლის სააგენტო ი ...

საქართველოს მთავრობის 14 ნოემბრის დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში წამლის სააგენტო იქმნება. იგი სამედი ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

ერიკ-ემანუელ შმიტი ნოემბრის ბოლოს საქართ ...

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივითა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (Institut Français de G& ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მეშახტე: პრემიერთან შეხვედრის საშუალება ...

„წინასწარ შერჩეული პირები დასვეს ამ შეხვედრაზე, ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრა დიალოგის ფორმით იყო გამართული, ეს იყო უფრ ...
^